eng

არსებული აბონენტის/ ქსელის მოდიფიკაცია

არსებული აბონენტის მიკროსიმძლავრით ელ. მომარაგება

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, ამ მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება განაწილების ლიცენზიატისთვის „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის“ გადახდის პირობით, რომელიც იანგარიშება დანართი №7-ის მიხედვით. საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს.
 
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.

დანართი №7

გამანაწილებელ
 ქსელზე 

მიერთების ძაბვის
 საფეხური, კვ

 

გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრე, კვტ

 

მიკროსიმძლავრის 
ელექტროსადგურის 

გამანაწილებელ ქსელთან
 მიერთების უზრუნველყოფის 
პერიოდი - ვადა (სამუშაო დღე)

 

მიკროსიმძლავრის
 ელექტროსადგურის 

გამანაწილებელ ქსელთან 
მიერთების საფასური 

დღგ–ს ჩათვლით, ლარი

             

 

0,4

 

1-10 (220 ვ.)

 

15

 

200

 

1-10

 

15

 

350

 

10 დან -30

 

15

 

400

 

30 დან-50

 

15

 

500

 

50 დან -80

 

15

 

600

 

80 დან - 100

 

20

 

700

 

100 დან-120

 

20

 

800

 

120 დან -200

 

20

 

900

 

200 დან -320

 

20

 

1000

 

320 დან -500

 

20

 

1100

 

500 დან -800

 

25

 

1200

 

 800 დან -1000

 

25

 

1300

 

1000-დან და მეტი კვტ

 

25

 

1300

           

 

 

6/10

 

1-500

 

20

 

1300

 

500 დან -1000

 

25

 

1300

 

1000-დან და მეტი კვტ

 

25

 

2000

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:
 
მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006

დანიშნულება: მიკროსიმძლავრის მომხმარებლის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური.

ქსელზე მიერთების შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge

დანართი: 

მიკრო სიმძლავრით მიერთება

მიკრო სიმძლავრით მიერთების ჯგუფის წევრის ცვლილება