eng

როგორ გავხდეთ კომპანიის აბონენტი?

დროებითი მიერთება

თუ ობიექტზე გესაჭიროებათ საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორცილებლად დროებით გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, აღნიშნული ქმედება საჭიროებს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-სთან წინასწარ შეთანხმებას და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ დაინტერესებულ პირს (მათ შორის საცალო მომხმარებელს) უნდა მისცეს იმ ელექტროდანადგარების (დენმიმღებების) დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია ქვემოაღნიშნული წესით:
  • გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით (სტანდარტული დროებითი მიერთება);
  • მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ელექტროდანადგარის (დენმიმღების) ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს (არასტანდარტული დროებითი მიერთება);
  • იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროდანადგარის (ელექტროდანადგარების) გამოყენების შედეგად მოხმარებული ელექტროენერგიის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის დადგმული სიმძლავრის, მისი გამოყენების საანგარიშო 0.5 კოეფიციენტის და დღის განმავლობაში 8-საათიანი გამოყენების ნამრავლის საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს;
  • დროებითი მიერთების მსურველმა განაწილების ლიცენზიატს უნდა აცნობოს, თუ რა ვადით ესაჭიროება გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. აღნიშნული ვადის ამოწურვისას (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთებულ მომხმარებელს მოსთხოვოს წესებით დადგენილი გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება.
ქსელზე დროებითი მიერთების შევსებული განაცხადის შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge