eng

როგორ გავხდეთ კომპანიის აბონენტი?

ძველი მომხმარებლის რეგისტრაციის აღდგენა

გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ელექტროენერგია აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ელექტროენერგია და არც მიუმართავს განაწილების ლიცენზიატისათვის ელექტრომომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).
 
ძველი მოხმარებლის რეგისტრაციის აღდგენის პროცედურა შემდეგია:

  1. ქსელზე მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) გააკეთოს მომართვა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში სათანადო განაცხადით, რომელსაც თან უნდა დაურთოს ნებისმიერი დოკუმენტი (ძველი ტექნიკური პირობები, ობიექტის ჩართვის აქტი და ა.შ), რომელიც დაადასტურებს წარსულში (არაუმეტეს 10 წელი არასაყოფაცხოვრებოს შემთხვევაში) ელ. მომარაგების ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  2. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ჩაატარებს ობიექტზე მოკვლევას და განმცხადებლის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში მოამზადებს და გასცემს სათანადო ტექნიკურ პირობებს 2 კვირის ვადაში.
  3. ტექნიკური პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდეგ განმცხადებელი ვალდებულია მიმართოს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს წერილობით „აღრიცხვის კვანძის მოწყობა არარეგულირებული მიერთებისას“ განაცხადით, რომელსაც თან დაურთავს აღრიცხვის კვანძის მოწყობის დამადასტურებელ საგადახდო დავალებას ან ქვითარს.

დანართი №6

ძაბვის საფეხური, კვ

 

სიმძლავრე, კვტ

 

აღრიცხვის კვანძის 
მოწყობის ვადა

(სამუშაო დღე)

 

აღრიცხვის კვანძის მოწყობის 
ღირებულება დღგ-ის ჩათვლით

ლარი

             

 

0,4

 

1-10 (220 ვ.)

 

10

 

100

 

1-10

 

10

 

300

 

10 დან -30

 

10

 

350

 

30 დან-50

 

10

 

600

 

50 დან -80

 

10

 

650

 

80 დან - 100

 

15

 

700

 

100 დან-120

 

15

 

750

 

120 დან -200

 

15

 

800

 

200 დან -320

 

15

 

950

 

320 დან -500

 

15

 

1200

 

500 დან -800

 

20

 

1500

 

 800 დან -1000

 

20

 

2200

 

1000-დან და მეტი კვტ

 

20

 

3000

           

 

 

6/10

 

1-500

 

15

 

7000

 

500 დან -1000

 

20

 

7500

 

1000-დან და მეტი კვტ

 

20

 

8000

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:

მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006

დანიშნულება: ძველი მომხმარებლის რეგისტრაციის აღდგენის და ქსელზე მიერთების საფასური (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი).

ძველი მომხმარებლის რეგისტრაციის აღდგენის შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge

დანართი:  ძველი მომხმარებლის რეგისტრაციის აღდგენის ფორმა