eng

არსებული აბონენტის/ ქსელის მოდიფიკაცია

სიმძლავრის გაზრდა

არსებული მომხმარებლის მიერ სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია წინასწარ სათანადო განაცხადით აცნობოს კომპანიას, რომელსაც თან დაურთავს ავანსად გადახდილი საფასურის მინიმუმ 50%-იან საგადახდო დავალებას ან ქვითარს. თუ 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა, ასეთ შემთხვევაში კომპანია გასცემს ახალ ტექნიკურ პირობას და ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად აწყობს ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემას (უზრუნველყოფს სრული ტექნოლოგიური ციკლით).

სიმძლავრის გაზრდის საფასური იანგარიშება შემდეგნაირად:

o თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე გადადის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მოხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, ამასთან, მომხმარებელი არ იცვლის ძაბვის საფეხურს - მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასური, რომელსაც აკლდება ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს (იხ. დაანგარიშების ნიმუში ქვემოთ).
o თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე გადადის ახალი მომხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში და მომხმარებელი იცვლის ძაბვის საფეხურს - მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს №4 დანართით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მის მიერ მოთხოვილ ძაბვის საფეხურსა და მისაერთებელ სიმძლავრეს (იხ. დაანგარიშების ნიმუში ქვემოთ).
o თუ გაზრდილი (ან მოთხოვნილი) სიმძლავრე არ სცილდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მოხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე:
• მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ზე, შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტ–ებზე;
• მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებლთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას – მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება (შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობა გაიცემა საფასურის გადახდის გარეშე).

35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ მისი მოთხოვნილი ან ფაქტობრივი მოხმარებით გაზრდილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა ამ მომხმარებლთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, ასეთ შემთხვევაში ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგებისათვის საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის ხელახალი გაცემა და ამ მომხმარებლის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობების დაკმაყოფილება.
ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.

დანართი № 4

 
 
ქსელზე ახალი მიერთების პერიოდი
(სამუშაო დღე)
ახალი მიერთების საფასური სადისტრიბუციო ქსელზე დღგ-ს ჩათვლით (ლარი)
ძაბვის საფეხური კვ
 სიმძლავრე კვტ
თვითმმართველ
ქალაქებში
სხვა მუნიციპალიტეტები
თვითმმართველ 
ქალაქებში
სხვა მუნიციპალიტეტები
0.4 კვ
1-10 (220V.)
40
60
600
400
1-10
40
60
1800
1200
 10-დან 30-მდე
40
60
7000
4700
30-დან 50-მდე
40
60
10500
7000
50-დან 80-მდე
40
60
13000
10500
80-დან 100-მდე
40
60
14500
12000
100-დან 120-მდე
40
60
16500
14000
120-დან 150-მდე
40
60
18000
16000
150-დან 200-მდე
45
60
39000
23000
200-დან 320-მდე
60
90
56000
33000
320-დან 500-მდე
60
90
86000
50500
500-დან 800-მდე
90
110
136000
80000
800-დან 1000-მდე
90
110
170000
100000
6/10 კვ
1-500
60
90
96000
60500
500-დან 1000-მდე
90
110
180000
110000
1000-დან 1500-მდე
90
110
247000
137000
1500-დან 2000-მდე
90
110
319000
177000
2000-დან 3000-მდე
90
120
463500
257500
3000-დან 5000-მდე
90
120
749000
416000




ნიმუში:
ა) თუ თქვენ ხართ 0.220კვ ძაბვის საფეხურზე 5კვტ სიმძლავრის მომხმარებელი (400 ლარიანი პაკეტი) და გსურთ სიმძლავრის გაზრდა 0.380კვ ძაბვის საფეხურზე 10კვტ-მდე (1200 ლარიანი პაკეტი), სიმძლავრის გაზრდის საფასური შეადგენს 1200-400=800 ლარს.

ბ) თუ თქვენ ხართ 0.220კვ ძაბვის საფეხურზე 10კვტ სიმძლავრის მომხმარებელი (400 ლარიანი პაკეტი) და გსურთ სიმძლავრის გაზრდა 0.380კვ ძაბვის საფეხურზე 30კვტ-მდე (4700 ლარიანი პაკეტი), სიმძლავრის გაზრდის საფასური შეადგენს 4700-400=4300 ლარს.

გ) თუ თქვენ ხართ 0.380კვ ძაბვის საფეხურზე 30კვტ სიმძლავრის მომხმარებელი (4700 ლარიანი პაკეტი) და გსურთ სიმძლავრის გაზრდა 6/10კვ ძაბვის საფეხურზე 1000კვტ-მდე (94000 ლარიანი პაკეტი), სიმძლავრის გაზრდის საფასური შეადგენს 94000 ლარს.



საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:

მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006

დანიშნულება: სიმძლავრის გაზრდის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური.
სიმძლავრის გაზრდის შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge

სააპლიკაციო ფორმა:

სიმძლავრის გაზრდა

სიმძლავრის გაზრდა მრავალბინიან ობიექტზე