eng

როგორ გავხდეთ კომპანიის აბონენტი?

ობიექტზე მიკროსიმძლავრით ელ. მომარაგება

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში (მათ შორის, საკუთრების, იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით) არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს, მომხმარებლის შიდა ქსელთან ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან დაერთებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს.

საცალო მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება განაწილების ლიცენზიატისთვის „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის“ გადახდის პირობით, ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად. საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს გამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე – გამანაწილებელ ქსელთან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს


ა) არსებული მომხმარებლის შიდა ქსელში დაერთების შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“;

ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში –დანართით №2 გათვალისწინებული „0,220კვ, 0,380 კვ, და 6/10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“;

გ) მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში (ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის) – დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელი მიერთებულია საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს ან გააჩნია ჭკვიანი მრიცხველი;

დ) სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდას, შიდა ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობისას, ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, ან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლის სიმძლავრის გაზრდას – სიმძლავრის გაზრდაზე წესებით გათვალისწინებული საფასური.


2022 წლის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალურმა პიკურმა დატვირთვამ შეადგინა 836 მგვტ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის #19 დადგენილების 21 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად ქსელზე დასაშვები მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მაქსიმალური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 66,88 მგვტ-ს. 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე შეადგენს 37,461 მგვტ-ს.

დანართი №4

ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური


ძაბვის  
საფეხური,
 
კვ

 

სიმძლავრე,
კვტ

 

აღრიცხვის სისტემის 
მოწყობის ვადა 
(
სამუშაო დღე)

 

მრავალფუნქციური ელექტრონული 
აღრიცხვის 
სისტემის მოწყობის საფასური დღგ-ის ჩათვლით,
ლარი

 

ჭკვიანი მრიცხველის 
მოწყობის 
ღირებულება 
დღგ-ის ჩათვლით,
ლარი

0,4

 

1-10 (220 ვ)

 

15

 

400

 

400

 

1-10

 

15

 

600

 

600

 

10-დან -30

 

15

 

600

 

600

 

30-დან-50

 

15

 

700

 

600

 

50-დან -80

 

15

 

700

 

600

 

80-დან – 100

 

20

 

800

 

600

 

100-დან-120

 

20

 

800

 

600

 

120-დან -150

 

20

 

1000

 

600

 

150-დან -200

 

20

 

1200

 

600

 

200-დან -320

 

20

 

2200

 

2000

 

320-დან -500

 

20

 

2500

 

2000

 

500-დან -800

 

25

 

2800

 

2000

 

 800-დან -1000

 

25

 

3100

 

2000

 

 1000-დან და მეტი კვტ

 

25

 

3500

 

2000

6/10

 

1-500

 

25

 

13000

 

2000

 

500-დან -1000

 

25

 

14000

 

2000

 

 1000-დან და მეტი კვტ

 

25

 

15000

 

2000


 
საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:

მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006

დანიშნულება: მიკროსიმძლავრის მომხმარებლის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური.
ქსელზე მიერთების შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge