eng

არსებული აბონენტის/ ქსელის მოდიფიკაცია

სარეზერვო კვებით ქსელზე მიერთება

მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). განაწილების ლიცენზიატს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს სარეზერვო კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის იმ სათავსოების, ავტოფარეხების, ლიფტების, განათებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად).
 
სარეზერვო კვებით ქსელზე მიერთების პროცედურა შემდეგია:

  1. მიერთების მსურველმა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს უნდა მიმართოს სათანადო განაცხადით.
  2. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ჩაატარებს ობიექტზე მოკვლევას, ალტერნატიული წყაროს არსებობის და განმცხადებლის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში მოამზადებს და გასცემს სათანადო ტექნიკურ პირობებს 2 კვირის ვადაში.
  3. ტექნიკური პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდეგ განმცხადებელი ვალდებულია მიმართოს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს წერილობით „აღრიცხვის კვანძის მოწყობა არარეგულირებული მიერთებისას“ განაცხადით, რომელსაც თან დაურთავს აღრიცხვის კვანძის მოწყობის დამადასტურებელ საგადახდო დავალებას ან ქვითარს.

დანართი №6

ძაბვის საფეხური, კვ

 

სიმძლავრე, კვტ

 

აღრიცხვის კვანძის 
მოწყობის ვადა

(სამუშაო დღე)

 

აღრიცხვის კვანძის მოწყობის 
ღირებულება დღგ-ის ჩათვლით

ლარი

             

 

0,4

 

1-10 (220 ვ.)

 

10

 

100

 

1-10

 

10

 

300

 

10 დან -30

 

10

 

350

 

30 დან-50

 

10

 

600

 

50 დან -80

 

10

 

650

 

80 დან - 100

 

15

 

700

 

100 დან-120

 

15

 

750

 

120 დან -200

 

15

 

800

 

200 დან -320

 

15

 

950

 

320 დან -500

 

15

 

1200

 

500 დან -800

 

20

 

1500

 

 800 დან -1000

 

20

 

2200

 

1000-დან და მეტი კვტ

 

20

 

3000

           

 

 

6/10

 

1-500

 

15

 

7000

 

500 დან -1000

 

20

 

7500

 

1000-დან და მეტი კვტ

 

20

 

8000

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:

მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006

დანიშნულება: სარეზერვო კვებით ქსელზე მიერთების საფასური (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი).

სარეზერვო კვებით ქსელზე მიერთების განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge

დანართი: განაცხადის ფორმა