eng

არსებული აბონენტის/ ქსელის მოდიფიკაცია

სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა და მომხმარებლის დამხმარე ფართის მომარაგება

მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). სისტემის ოპერატორს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს, აბონენტის სარეზერვო კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობა, გამოიყენება მომხმარებლის იმ სათავსოების, ავტოფარეხების, ლიფტების, განათებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად.