eng

არსებული აბონენტის/ ქსელის მოდიფიკაცია

სიმძლავრის გაზრდა

არსებული მომხმარებლის მიერ სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია წინასწარ სათანადო განაცხადით აცნობოს კომპანიას, რომელსაც თან დაურთავს ავანსად გადახდილი საფასურის მინიმუმ 50%-იან საგადახდო დავალებას ან ქვითარს. თუ 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა, ასეთ შემთხვევაში კომპანია გასცემს ახალ ტექნიკურ პირობას და ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად აწყობს ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემას (უზრუნველყოფს სრული ტექნოლოგიური ციკლით).

სიმძლავრის გაზრდის საფასური იანგარიშება შემდეგნაირად:

o თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე გადადის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მოხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, ამასთან, მომხმარებელი არ იცვლის ძაბვის საფეხურს - მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასური, რომელსაც აკლდება ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს (იხ. დაანგარიშების ნიმუში ქვემოთ).

o თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე გადადის ახალი მომხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში და მომხმარებელი იცვლის ძაბვის საფეხურს - მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს №4 დანართით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მის მიერ მოთხოვილ ძაბვის საფეხურსა და მისაერთებელ სიმძლავრეს (იხ. დაანგარიშების ნიმუში ქვემოთ).

o თუ გაზრდილი (ან მოთხოვნილი) სიმძლავრე არ სცილდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მოხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე:

    • მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ზე, შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტ–ებზე;

    • მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებლთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას – მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება (შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობა გაიცემა საფასურის გადახდის გარეშე).

35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ მისი მოთხოვნილი ან ფაქტობრივი მოხმარებით გაზრდილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა ამ მომხმარებლთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, ასეთ შემთხვევაში ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგებისათვის საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის ხელახალი გაცემა და ამ მომხმარებლის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობების დაკმაყოფილება.

ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.

დანართი №4

 

 

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე
მიერთების ვადა 
(სამუშაო დღე)

ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური
დღგ-ის ჩათვლით (ლარი)

ძაბვის საფეხური, კვ

სიმძლავრე, კვტ

თვითმმართველ
ქალაქებში

სხვა
მუნიციპალიტეტებში

თვითმმართველ
ქალაქებში

სხვა
მუნიციპალიტეტებში

0,4 კვ

1-10 (220ვ.)

40

60

600

400

1-10

40

60

1800

1200

10 დან -30

40

60

7000

4700

30 დან-50

40

60

10500

7000

50 დან -80

40

60

13000

10500

80 დან - 100

40

60

14500

12000

100 დან-120

40

60

16500

14000

120 დან -150

40

60

18000

16000

150 დან -200

45

60

39000

23000

200 დან -320

60

90

56000

33000

320 დან -500

60

90

86000

50500

500 დან -800

90

110

136000

80000

800 დან -1000

90

110

170000

100000

6/10 კვ

1-500

60

90

96000

60500

500 დან -1000

90

110

180000

110000

1000 დან -1500

90

110

247000

137000

1500 დან -2000

90

110

319000

177000

2000 დან -3000

90

120

463500

257500

3000 დან -5000

90

120

749000

416000



ნიმუში: 

ა) თუ თქვენ ხართ 0.4 (220 ვ) კვ ძაბვის საფეხურზე 5კვტ სიმძლავრის მომხმარებელი თვითმმართველი ქალაქის გარდა სხვა მუნიციპალიტეტში (400 ლარიანი პაკეტი) და გსურთ სიმძლავრის გაზრდა 0.380კვ ძაბვის საფეხურზე 10კვტ-მდე (1200 ლარიანი პაკეტი), სიმძლავრის გაზრდის საფასური შეადგენს 1200-400=800 ლარს, ხოლო თვითმმართველ ქალაქში აღნიშნული პაკეტის ღირებულება განისაზღვრება 1800-600=1200 ლარით.

ბ) თუ თქვენ ხართ 0.4 (220 ვ) კვ ძაბვის საფეხურზე 10კვტ სიმძლავრის მომხმარებელი მომხმარებელი თვითმმართველი ქალაქის გარდა სხვა მუნიციპალიტეტში (400 ლარიანი პაკეტი) და გსურთ სიმძლავრის გაზრდა 0.380კვ ძაბვის საფეხურზე 30კვტ-მდე (4700 ლარიანი პაკეტი), სიმძლავრის გაზრდის საფასური შეადგენს 4700-400=4300 ლარს, ხოლო თვითმმართველ ქალაქში აღნიშნული პაკეტის ღირებულება განისაზღვრება 7000-600=6400 ლარით.

გ) თუ თქვენ ხართ 0,4 კვ ძაბვის საფეხურზე 30კვტ სიმძლავრის მომხმარებელი თვითმმართველი ქალაქის გარდა სხვა მუნიციპალიტეტში (4700 ლარიანი პაკეტი) და გსურთ სიმძლავრის გაზრდა 6/10კვ ძაბვის საფეხურზე 1000კვტ-მდე (94000 ლარიანი პაკეტი), სიმძლავრის გაზრდის საფასური შეადგენს 94000 ლარს, ხოლო თვითმმართველ ქალაქში აღნიშნული პაკეტის ღირებულება განისაზღვრება 170000 ლარით.

 
 
 
საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:

მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“
ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006
დანიშნულება: სიმძლავრის გაზრდის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური.

სიმძლავრის გაზრდის შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge

დანართი: 
განაცხადის ფორმა_სიმძლავრის გაზრდა    

სიმძლავრის გაზრდა მრავალბინიან ობიექტზე