eng

დროებითი მიერთება

სტანდარტული მიერთება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #19 დადგენილების „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთების სტანდარტული პირობები და მომსახურების ღირებულება, 220 ვ ძაბვის 10 კვტ-ის ჩათვლით, და 380 ვ ძაბვის 30 კვტ-ის ჩათვლით, სიმძლავრით დროებით მიერთებებზე, არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 100 მეტრის რადიუსში; ამასთან, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ასევე განსაზღვროს სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ამ პუნქტისგან განსხვავებული სხვა პირობებიც.

სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, გარდა დროებითი მიერთების სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენების შემთხვევისა. ასეთ დროს სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა შეიძლება გაიზარდოს.


პაკეტი

 

ტიპი

 

საფასური

 

შესრულების ვადები

0-10 კვტ

0.22კვ
 

მარტივი

 

687

 

7 სამუშაო დღე

 

რთული

 

2673

 

მშენებლობის შეთანხმების მიღებიდან 20 სამუშაო დღე

0-10 კვტ

0.38 კვ
 

მარტივი

 

1159

 

7 სამუშაო დღე

 

რთული

 

3447

 

მშენებლობის შეთანხმების მიღებიდან 20 სამუშაო დღე

10-30 კვტ

0.38 კვ
 

მარტივი

 

1285

 

7 სამუშაო დღე

 

რთული

 

5700

 

მშენებლობის შეთანხმების მიღებიდან 20 სამუშაო დღე



სტანდარტული მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მოგვმართოს ქსელზე დროებითი მიერთების სტანდარტული განაცხადით, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი პაკეტის მიერთების საფასურის დამადასტურებელი საგადახდო დავალება ან ქვითარი. სისტემის ოპერატორი 2 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სტანდარტული პირობით მიერთების მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის სრული ტექნოლოგიური ციკლით დაკმაყოფილების შესახებ.

მარტივი მიერთება გულისხმობს ისეთ ტიპის მიერთებას, როდესაც ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთების სრული ტექნოლოგიური ციკლისთვის, არ არის საჭირო არსებული გამანაწილებელი ქსელის გაძლიერება (არსებული სადენის კვეთის გაზრდა), ახალი ქსელის მშენებლობა (დამატებითი საყრდენ(ებ)ის მონტაჟი) ან/და რაიმე სახის ნებართვის მიღება და შემოიფარგლება მხოლოდ მომხმარებლის სისტემასთან მიერთების წერტილში საჭირო სამუშაოებით, საჭიროების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძისა შესაბამისი სადენის მოწყობით;

რთული მიერთება გულისხმობს სხვა ყველა ისეთი ტიპის მიერთებას, რომელიც არ განეკუთვნება მარტივი ტიპის კატეგორიას.

სტანდარტული განაცხადის ფორმაში აუცილებლად უნდა იყოს შევსებული (წინააღმდეგ შემთხვევაში დადგინდება ხარვეზი):

1. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, ხოლო არსებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – აბონენტი ნომერი და მისამართი.
2. სისტემის ოპერატორის მიერ საჯაროდ შეთავაზებული სტანდარტული პირობის შესაბამისი პუნქტი.
3. მოთხოვნილი ძაბვა და სიმძლავრე.
4. სხვა აუცილებელი პუნქტები რაც გათვალისწინებულია სტანდარტული განაცხადის ფორმით.

განაცხადზე აუცილებელია თანდართული იყოს:

1. სისტემის ოპერატორის მიერ, სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მომსახურებისთვის საჯაროდ შეთავაზებული საფასურის ავანსის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
2. მიერთების მსურველის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულება.
3. ფოტოსურათი:
3.1. მისაერთებელი ობიექტის, ადგილი და არსებული გამანაწილებელი ქსელის სრულის ხედით
3.2. განამაწილებელი ქსელის იმ ადგილის, საიდანაც გსურთ რომ განხორციელდეს მომარაგება

განაცხადზე სასურველია თანდართული იყოს:

1. სისტემის ოპერატორის მიერ საჯაროთ შეთავაზებული პირობა (შესაძლებელია ვებ-გვერდიდან ამობეჭდილი ვერსიის თანდართვაც).
2. სხვა დოკუმენტაცია რაც საჭიროა დროებითი მიერთების უზრუნველსაყოფად.

დანართი: სტანდარტული დროებითი მიერთების განაცხადის ფორმა