eng

არსებული აბონენტის/ ქსელის მოდიფიკაცია

გამანაწილებელი ქსელის გადატანა-რეკონსტრუქცია

ელექტოგამანაწილებელი ქსელის (110/35/10/6/0,4კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის, სატრანსფორმატორო პუნქტის, ელექტროდანადგარის და ა.შ) გადატანასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულია, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით, რომლითაც დამტკიცებულია „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტოგამანაწილებელი ქსელის  გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტოგამანაწილებელი ქსელის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად.

ამასთან ერთად, სს „ენეგრო–პრო ჯორჯია“ გამოხატავს მზადყოფნას, იმოქმედოს საქართველოს მთავრობის№366 დადგენილების შესაბამისად და განმცხადებლის მიერ წერილობით გამოხატული თანხმობის შემთხვევაში გასცეს, ელექტოგამანაწილებელი ქსელის გადატანისათვის საჭირო ტექნიკური პირობები.


მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია გამანაწილებელი ქსელის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის გადატანა რეკონსტრუქცია. აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას გამანაწილებელ ქსელის ოპერატორთან. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს ამ მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, მომხმარებლის მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს სტანდარტული ან არასტანდარტული პირობით. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამანაწილებელი ქსელის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის გადატანა რეკონსტრუქცია სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების, სტანდარტული და არასტანდარტული პირობები, მომსახურების ვადა და ღირებულება. იგი უფლებამოსილია განსაზღვროს სტანდარტული პირობით მომსახურების განსხვავებული ფასები სამუშაოს შესრულების ვადის, ძაბვის, სიმძლავრის, მოხმარების ტიპის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოს ადგილის მიხედვით ან/და სხვა კრიტერიუმით. ამასთან, სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით.

სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ აქ:

ქსელის რეკონსტრუქციის განაცხადი

აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციის განაცხადი

ქსელის გადატანის/მოდერნიზაციის ფორმა