eng

არსებული აბონენტის/ ქსელის მოდიფიკაცია

უძრავი ქონების ნაწილის დროებით მოსარგებლე

პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) ელექტროენერგიის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის ელექტროგაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი.
 
მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ელექტროენერგიის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენეგიის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიცხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
  • თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  • მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს.
  • საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად.
  • მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია.
  • საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  • მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.
მიუხედავად გარემოებისა რომ აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს კომპანიის ვალდებულებას სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ თანახმაა ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, ხოლო განმცხადებელი ერთჯერადად გადაიხდის აღრიცხვის კვანძის მოწყობის ღირებულებას რომელიც მოთხოვნილი სიმძლავრის შესაბამისად დააგარიშებული იქნება დანართი №6-ის მიხედვით.

დანართი №6

ძაბვის საფეხური, კვ

 

სიმძლავრე, კვტ

 

აღრიცხვის კვანძის 
მოწყობის ვადა

(სამუშაო დღე)

 

აღრიცხვის კვანძის მოწყობის 
ღირებულება დღგ-ის ჩათვლით

ლარი

             

 

0,4

 

1-10 (220 ვ.)

 

10

 

100

 

1-10

 

10

 

300

 

10 დან -30

 

10

 

350

 

30 დან-50

 

10

 

600

 

50 დან -80

 

10

 

650

 

80 დან - 100

 

15

 

700

 

100 დან-120

 

15

 

750

 

120 დან -200

 

15

 

800

 

200 დან -320

 

15

 

950

 

320 დან -500

 

15

 

1200

 

500 დან -800

 

20

 

1500

 

 800 დან -1000

 

20

 

2200

 

1000-დან და მეტი კვტ

 

20

 

3000

           

 

 

6/10

 

1-500

 

15

 

7000

 

500 დან -1000

 

20

 

7500

 

1000-დან და მეტი კვტ

 

20

 

8000




უძრავი ქონების ნაწილის დროებით მიერთების პროცედურა შემდეგია:

1. მიერთების მსურველმა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს უნდა მიმართოს სათანადო განაცხადით.
2. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ჩაატარებს ობიექტზე მოკვლევას, განმცხადებლის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში მოამზადებს და გასცემს სათანადო ტექნიკურ პირობებს 2 კვირის ვადაში.
3. ტექნიკური პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდეგ განმცხადებელი ვალდებულია მიმართოს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს წერილობით „აღრიცხვის კვანძის მოწყობა არარეგულირებული მიერთებისას“ განაცხადით, რომელსაც თან დაურთავს აღრიცხვის კვანძის მოწყობის დამადასტურებელ საგადახდო დავალებას ან ქვითარს.
საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:
 
მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006

დანიშნულება: უძრავი ქონების ნაწილის დროებით მიერთების საფასური (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი).

უძრავი ქონების ნაწილის დროებით მიერთების განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge

დანართი: განაცხადის ფორმა