„ენერგო–პრო ჯგუფი“ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ჩეხეთში, ქ. სვიტავში 1994 წელს დაფუძნებული ჯგუფია, რომელიც ფლობს ენერგო ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, საქართველოში, თურქეთსა და სლოვენიაში. ჯგუფის აქტივების საბაზრო ღირებულება დღეს შეადგენს 1,1 მილიარდ ევროს. ჯგუფი საქართველოს ენერგობაზარზე 2006 წელს შემოვიდა.
„ჩვენი აბონენტების ხარისხიანი ენერგომომარაგების მიზნით, ასევე იმისათვის, რომ განვავითაროთ და მატერიალურად ვუზრუნველყოთ ჩვენს მფლობელობაში არსებული ენერგო ობიექტები, მოვახდინოთ ქსელის რეაბილიტაცია და გავაუმჯობესოთ მომსახურება, კომპანიის დაარსებიდან დღემდე, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს ენერგოსექტორის მდგრად განვითარებას.“ - ენერგო-პრო ჯგუფი
კომპანიის ანგარიში 2021
კომპანიის ანგარიში 2022
კომპანიის ანგარიში 2023