eng

news

არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

27 ნოემ, 2018
ოთხშაბათს, 28 ნოემბერს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, პირველი ტურის მსგავსად საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ყველა რაიონში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან. იმ შემთხვევაში, თუ უამნიდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას. ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა.
 
კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების განახლებული სია და საკონტაქტო ნომრები გადაგზავნილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად, ცეესკოს წარმომადგენლებს პირდაპირი კონტაქტი ექნებათ მათთან და კომპანიის მთავარ დისპეტჩერთან. გარდა ამისა, მზადყოფნაში იქნება გენერატორების გარკვეული რაოდენობაც, რათა ელექტროენერგიის გაუთვალისწინებელი შეზღუდვის შემთხვევაში, არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი.  
04 მაისი, 2023

საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას, ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ მომზადებულ საინფორმაციო პლაკატებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გადასცემს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ენერგეტიკის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს და ენერგეტიკის დარგის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის სპეციალიტები მოსწავლეებს ელექტროენერგეტიკის, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების და კომპანიის საქმიანების შესახებ ესაუბრნენ, უპასუხეს მათ შეკითხვებს და ამ სფეროში პროფესიული საქმიანობის პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ვრცლად