eng

news

ბოლო 8 თვის განმავლობაში 363 სოფელი გამრიცხველიანდა

16 ოქტომბერი, 2014
ინდივიდუალური გამრიცხველიანება კიდევ 363 სოფელში დასრულდა. ბოლო რვა თვის განმავლობაში სს ენერგო–პრო ჯორჯიამ კომპანიის 58 619 აბონენტს ევროპული სტანდარტების ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟა. გამრიცხველიანების პროექტის საინვესტიციო თანხამ შეადგინა 14 654 750 ლარი.

„რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება გრძელდება, რადგან ის ჩვენი კომპანიისთვის ერთერთი პრიორიტეტული პროექტთაგანია. ჩვენი ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში“– განაცხადა ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.

გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. კომპანიის გეგმის თანახმად ინვესტიციები გაგრძელდება როგორც ქსელის რეაბილიტაციის, ისე გამრიცხველიანების კუთხით. 2014-2015 წლებში საერთო ჯამში განხორციელდება 75 მლნ ლარამდე ინვესტიცია.

ინდივიდუალური გამრიცხველიანება კომპანიის მომსახურების არეალში 2015 წელს დასრულდება.
04 მაისი, 2023

საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას, ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ მომზადებულ საინფორმაციო პლაკატებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გადასცემს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ენერგეტიკის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს და ენერგეტიკის დარგის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის სპეციალიტები მოსწავლეებს ელექტროენერგეტიკის, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების და კომპანიის საქმიანების შესახებ ესაუბრნენ, უპასუხეს მათ შეკითხვებს და ამ სფეროში პროფესიული საქმიანობის პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ვრცლად