eng

news

ენერგო-პრო - ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც

11 აგვისტო, 2023

ENERGO-PRO ჯგუფმა დაასრულა გრძელვადიანი დაფინანსების ხელსაყრელ პირობებში მოზიდვა. კლასიკურ ობლიგაციებთან შედარებით, რომლებითაც აქამდე ფინანსდებოდა ჯგუფი, გარანტიამ ჯგუფს მისცა საშუალება მოეზიდა სახსრები ძალიან მიმზიდველ ფასად, უფრო ხანგრძლივი ვადით და ეს ყველაფერი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე მუდმივი არასტაბილურობის დროს“ - განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ, მიხეილ ბოცვაძემ.

 

„ჯგუფი განაგრძობს წარმატებულ განვითარებას სხვადასხვა ქვეყნაში, ხდება ახალი ბაზრების, შესაძლებლობების გაანალიზება და ჯგუფის გეოგრაფიის გაფართოვება.

მიუხედავად ბევრი პრობლემისა და სამწუხარო დაბრკოლებებისა, ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც. დარწმუნებული ვარ რომ გავუმკლავდებით, ყველა იმ გამოწვევას რომლებიც, ენერგო-პრო ჯორჯიას მენეჯმენტის დიდი მონდომების მიუხედავად, კვლავ არსებობს. საბოლოო მიზნებად კი კვლავ რჩება ერთის მხრივ  მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამისთვის საჭირო შესაბამისი პირობების მიღწევა, ხოლო მეორეს მხრივ,  თბო და ჰიდროსადგურების შეუფერხებელი, უდანაკარგო ოპერირება“-  განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

11 აგვისტო, 2023

ENERGO-PRO ჯგუფმა 300 000 000 ევროს ღირებულების ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დაასრულა

სს ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დედა კომპანიამ, ENERGO-PRO a.s-მა, უკვე მეოთხედ წარმატებით გამოუშვა 300 მილიონი ევროს არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები. ეს ემისია პირველად არის გარანტირებული წამყვანი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC)–ის მიერ. ასევე ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც DFC-ს გარანტირებული აქვს მსგავსი ტრანზაქცია ევროპაში. ობლიგაციების ვადა 12 წელია და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2035 წლის 27 ივლისს. ობლიგაციის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 4.3 %-ს.
ვრცლად