eng

news

„ენერგო-პრო ჯგუფში“ შემავალი კომპანიები „LITOSTROJ POWER“ და „ČKD Blansko Engineering“, საქართველოში კომპანიებს საკუთარ პროდუქტებს და მომსახურებას სთავაზობენ

17 მაისი, 2016
სასტუმრო „Courtyard Marriott“-ში გაიმართა „LITOSTROJ POWER“-ის ჯგუფის წევრი „ČKD Blansko Engineering“-ის და ქართულ ენერგოსექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც „ČKD Blansko Engineering“-მა თავისი პროდუქცია წარმოადგინა. 2006 წლიდან ČKD Blansko Engineering წარმოადგენს „LITOSTROJ POWER“ ჯგუფის წევრს, რომლის 100% წილის მფლობელი არის „ენერგო-პრო ჯგუფი“.

„LITOSTROJ POWER“-ის ჯგუფის წევრი „ČKD Blansko Engineering“ წარმოადგენს საინჟინრო საწარმოს, რომელიც ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურებისთვის ჰიდროტექნიკური მოწყობილობების და მანქანა-დანადგარების, სატუმბი სადგურებისა და ყველა ტიპის და ზომის სტანდარტული ჰიდროტურბინების, ტუმბოებისა და ტუმბო-ტურბინების წარმოებასა და მიწოდებას; აგრეთვე, ჰიდროტურბინების დამზადებისთვის საჭირო სპეციალიზირებული და თანამედროვე დაზგების წარმოებას, დაპროექტებას და განვითარებას. ახალი მოწყობილობებისა და მანქანა-დანადგარების გარდა, კომპანია, აგრეთვე, ეწევა არსებული დანადგარების რეკონსტრუქციას, მოდერნიზაციასა და კაპიტალურ შეკეთებას.

წარმოების 100 წლიანი გამოცდილების მქონე „ČKD Blansko Engineering“ პროექტებს ახორციელებს 60-ზე მეტ ქვეყანაში; გამოშვებული აქვს 800-ზე მეტი ჰიდროტურბინა და მსხვილი სატუმბი დანადგარი, 1200-ზე მეტი მსხვილი ამწე. კომპანიას ფილიალები აქვს კანადაში, სლოვენიაში და ჩეხეთში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა თურქეთში ახალი საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით.

„LITOSTROJ POWER“-ის ჯგუფის წევრი „ČKD Blansko Engineering“ არის სერტიფიცირებული კომპანია, რომელიც ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს ISO 9001 (ხარისხი), ISO 14001 (გარემოსდაცვა), OHSAS 18001 (უსაფრთხოება), ISO 3834 (შედუღების ხარისხი).
„ČKD Blansko Engineering“-მა წარმოადგინა ინფორმაცია არა მხოლოდ განხორციელებული პროექტების შესახებ, არამედ გააცნო საზოგადოებას კომპანის ტექნიკური შესაძლებლობები. კონფენრენციაზე წარმოებული პროდუქციის შესახებ დასმულ შეკითხვებს გაეცა პასუხები. „LITOSTROJ POWER“-ის ჯგუფის წევრ „ČKD Blansko Engineering“ საქართველოში უკვე აქვს განხორციელებული რამდენიმე პროექტი. პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოში მოღვაწე კომპანიების მხრიდან გამოითქვა მომავალი თანამშრომლობის სურვილი და დაიგეგმა შეხვედრები.
23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად