eng

news

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შეთავაზება აბიტურიენტებს, რომლებიც პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების ელექტროობის მიმართულების სტუდენტები გახდებიან

26 ივნისი, 2023

#აირჩიესინათლე - ამ სლოგანით მიმართავს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ აბიტურიენტებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ პროფესიულ სასწავლებლებში ან კოლეჯებში განაგრძონ სწავლა, თუმცა, კონკრეტული პროფესია ჯერ არ აურჩევიათ.

"წარმატებულ სტუდენტებს კომპანია დაუნიშნავს სტიპენდიებს,  სწავლების ბოლოსკენ  ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ჩვენთან და დასრულების შემდეგ ისინი დასაქმების შეთავაზებას მიიღებენ. ჩვენი ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებლებში და კოლეჯებში სწავლის მსურველების რეგისტრცია უკვე დაწყებულია“ - განაცხადა სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ. მისი თქმით,  აქცენტი ასევე  გაკეთდება გენდერულ საკითხებზე. იმ შემთხვევაში, თუ გოგონები ჩააბარებენ ელექტროობის მიმართულებაზე, კომპანია მათ უპირობოდ შესთავაზებს აღნიშნულ პირობებს.

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯია“ მრავალი წელია თანამშრომლობს როგორც პროფესიულ სასწავლებლებთან და კოლეჯებთან ისე უმაღლეს სასწავლებლებთან. პერიოდულად ფორმდება მემორანდუმები მათთან. კომპანიის წარმომადგენლები საჯარო თუ კერძო სკოლებში ატარებენ არაფორმალურ გაკვეთილებს, სადაც მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე ხდება დარგის წარდგენა.  "ჩვენ გვსურს, რომ მომავალმა თაობამ აირჩიოს ენერგეტიკის პროფესია, რადგან უკვე არსებული ადამინური რესურსის დეფიციტი კიდევ არ გაღრმავდეს. ამისთვის მუშაობა კიდევ გაგრძელდება და მომავალი სტუდენტები "ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ სხვადასხვა შეთავაზებას მომავალშიც აქტიურად მიიღებენ“ - განაცხადა გიორგი ტრაპაიძემ.