eng

news

ენერგო–პრო ჯორჯიამ ახალი გადამცემი ხაზი ააშენა

12 სექტემბერი, 2014
ენერგო–პრო ჯორჯიამ ახალი 110 კვ მაღალი ძაბვის სატრანზიტო გადამცემი ხაზის მშენებლობა დაასრულა. 12 კმ სიგრძლის ხაზი „ნიგვზიანი“,110 კვ ქვესადგურ ლანჩხუთი–წევას დააკავშირებს 110 კვ ქვესადგურ ფოთი 2–თან. აღნიშნულ ხაზს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობას და იძლევა მეტი სიმძლავრეების გატარების საშუალებას. პროექტის ღირებულება შეადგენს 3,5 მლნ ლარს.

ხაზი ნიგვზიანი ელექტროენერგიას მიაწვდის ურეკისა და ფოთის ზონას. დღემდე აღნიშნულ რაიონებს ელექტროენერგია მიეწოდებოდა 110 კვ ხაზი „ჭალადიდის“ მეშვეობით; ხოლო „ნიგვზიანის“ ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, აღნიშნულ რაიონებს სიმძლავრის მიწოდების თვალსაზრისით გაუჩნდებათ კვების მეორე წყარო; რაც ელექტროენერგიის უწყვეტი და სტაბილური მომარაგების გარანტიაა.ხაზი ნიგვზიანი ექსპლუატაციაში შევა სექტემბრის ბოლოს.

„ნიგვზიანის ექსპლუატაციაში შესვლით ურეკისა და ფოთის ზონის ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობა გაიზრდება 100 %. რაც ნიშნავს იმას, რომ 110 კვ–ში კომპანიის მიერ განხორციელებული გეგმიური და ავარიული გათიშვების შემთხვევაშიც კი, რომლებიც ხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას, აღნიშნულ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეფერხდება. აღნიშნული ხაზით ავარიული რეჟიმის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ძაბვის მიწოდება ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, სამტრედიის, ხონის და ბათუმის ნაწილი მომხმარებლებისთვის ალტერნატიული კვების წყაროებიდან“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას ტექნიკურმა მენეჯერმა ალეკო ნემსაძემ.
23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად