eng

news

ენერგო–პრო ჯორჯიას ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ესტუმრა

13 სექტემბერი, 2018
დღეს, ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა.

„ენერგო-პრო“ არის ერთერთი ყველაზე მსხვილი ჯგუფი, რომელიც უკვე 12 წელია ქართულ ენერგობაზარზე მოღვაწეობს და დაფუძნებულია 1994 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყანა ჩეხეთში, ქალაქ სვიტავში. ზაჰესში გამართული შეხვედრისას კომპანიის წარმომადგენლებმა, ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს დაათვალიერებინეს ჰიდროელექტროსადგური და გააცნეს „ენერგო-პრო ჯგუფის“ საქმიანობა საქართველოში.

ამ დროისთვის „ენერგო-პრო ჯგუფი“ საქართველოში წარმოდგენილია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“, სს „ზაჰესისა“ და შპს „ჯი ფაუერის“ სახით. აღნიშნული კოპანიების საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგიის დისტრიბუციისა და გენერაციის სფეროებს.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს ელექტროენერგიის დისტრიბუციას საქართველოს რეგიონების მასშტაბით და ემსახურება 1200 000-ზე მეტ აბონენტს. რაც შეეხება დარაჩენ სამ კომპანიას, ისინი ახდენენ ელექტროენერგიის გენერაციას, მათ მფლობელობაშია 15 ჰიდროელექტროსადგური და გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური.

წლებია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში. ეს შედეგი დაფიქსირდა 2018 წლის მეორე კვარტალშიც.
04 მაისი, 2023

საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას, ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ მომზადებულ საინფორმაციო პლაკატებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გადასცემს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ენერგეტიკის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს და ენერგეტიკის დარგის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის სპეციალიტები მოსწავლეებს ელექტროენერგეტიკის, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების და კომპანიის საქმიანების შესახებ ესაუბრნენ, უპასუხეს მათ შეკითხვებს და ამ სფეროში პროფესიული საქმიანობის პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ვრცლად