eng

news

ენერგო–პრო ჯორჯიას თანამშრომელი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

20 მაისი, 2015
ენერგო–პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ფილიალის თანამშრომელი გივი მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძალისმიერ სამჭიდში. მან 2 ოქროს მედალი მოიპოვა; ერთი ძალისმიერ სამჭიდში, ხოლო მეორე – ამოწევაში. მან აგრეთვე შეძლო მსოფლიო რეკორდების გამეორება სამჭიდში, სადაც დააგროვა საერთო ჯამში 590 კგ და ამოწევაში, სადაც გაიმეორა შარშანდელი რეკორდი და ამოწია 220 კგ. რეკორდის დამყარებისთვის გივი მარგველასვილს გადაეცა აბსოლუტური თასი.

25-ე საიუბილეო მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, წოლჭიმსა და ამოწევაში უკრაინის ქალაქ ლუცკში ჩატარდა მიმდინარე წლის 14-17 მაისს. ჩემპიონატში მონაწილეობა 45 ქვეყნის 550–ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო.

ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გივი მარგველაშვილი ემზადებოდა თვეების მანძილზე. პროფესიით ენერგეტიკოსი, გივი მარგველაშვილი ძალისმიერი სამჭიდით ინტერესდებოდა ბავშვობიდან, თუმცა პროფესიონალურად ამ სპორტით დაკავდა 2010 წლიდან. 2014 წლის მაისში გივი მარგველაშვილი პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში. შემდეგ იმავე წლის 7-9 ნოემბერს კიევში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მან სამი მსოფლიო რეკორდი მოხსნა – წოლჭიმში ასწია 140 კგ, ხოლო ამოწევაში 220 კგ, რაც დღემდე აღნიშნულ სპორტში ვერც ერთმა მჩატე წონის (65 კგ) სპორცმენმა ვერ შეძლო.

გივი მარგველაშვილი ამჟამად მუშაობს ენერგო–პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ფილიალში იმერეთის მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაციის I კატეგორიის მორიგედ.
04 მაისი, 2023

საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას, ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ მომზადებულ საინფორმაციო პლაკატებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გადასცემს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ენერგეტიკის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს და ენერგეტიკის დარგის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის სპეციალიტები მოსწავლეებს ელექტროენერგეტიკის, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების და კომპანიის საქმიანების შესახებ ესაუბრნენ, უპასუხეს მათ შეკითხვებს და ამ სფეროში პროფესიული საქმიანობის პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ვრცლად