eng

news

Fitch Ratings-მა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ,,BB“ რეიტინგი მიანიჭა

12 ოქტომბერი, 2017
საერთშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გრძელვადიანი რეიტინგი ,,BB’’ რეიტინგი მიანიჭა სტაბილური პროგნოზით. ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტოს მიერ, ასეთი მაღალი შეფასება, რათქმაუნდა დიდი წარმატება და იშვიათი გამონაკლისია, რადგან რეიტინგი აღემატება ქვეყნის გრძელვადიან სუვერენულ რეიტინგს- აცხადებენ ენერგო-პრო ჯორჯიაში.

,,BB“ რეიტინგის მიღება ერთის მხრივ ხაზს უსვავს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას და წარმატებულ ოპერირებას ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, რაც ყოველი ჩვენი თანამშრომლის ეფექტური საქმინაობის შედეგია, ხოლო მეორეს მხრივ, სრულიად ახალ პერსპექტივებს გვიხსნის დამატებიტი ინვესტიციების მიზოდვის და მომსახურეობის ხარსხის კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით“- აღნიშნა ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

Fitch Ratings საკრედიტო რეიტინგების და კვლევის მიმართულებით, ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში ერთერთი წამყვანი საერთაშორისო სააგენტოა. სამომავლოდ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, Fitch Ratings-ის რეიტინგებს დიდ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები და ინვესტორები.