eng

news

გამოფენა „ფერადი ფიქრები“

24 იანვარი, 2014
დღეს გალერეა „ევროპის სახლში“ ქართველი მხატვრის აკაკი გაჩეჩილაძის პერსონალური გამოფენა “ფერადი ფიქრები” გაიხსნება. გამოფენა 26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოფენის ორგანიზატორი და მხარდამჭერია სს “ენერგო-პრო ჯორჯია”, კომპანია სადაც“აკაკი გაჩეჩილაძე 2005 წლიდან მუშაობს – აღმოსავლეთ საქართველოს ქსელის მართვის უფროსი დისპეტჩერის პოზიციაზე. აკაკი გაჩეჩილაძე პროფესიით ენერგტიკოსია. თუმცა, თავის იდენტობას მხატვრობაშიც ხედავს.

გამოფენაზე „ფერადი ფიქრები““ ნამუშევრების უმეტესობა 2013 წლით თარიღდება. ასევე, მნახველს საშუალება აქვს შეაფასოს აკაკი გაჩეჩილაძის გასული წლების რამდენიმე ცნობილი ტილოც. „ფერადი ფიქრები““ მხატვრის ყველაზე მასშტაბური პერსონალური გამოფენაა – აქ წარდგენილი იქნება 60 ფერწერული ტილო.

აკაკი გაჩეჩილაძის დებიუტი გერმანიაში შედგა. მისი გამოფენები წარმატებით გაიმართა 2010 წელს ქ. მერბუშში (ჯგუფური გამოფენა ”Gruppe108&Friends”), 2011 წელსქ. მერბუშში (პერსონალური გამოფენა ”Impression, Emotion, Momentaufbahmen”), 2011 წელს ქ. ჰამბურგში (ჯგუფური გამოფენა), 2012 წელს დუსელდორფში (პერსონალური გამოფენა ”Akaki Aus Tiflis”), 2012 წელს დიუდესლდორფში (პერსონალური გამოფენა “ფანტასტიკური რეალიზმი”).

2012 წლიდან აკაკი გაჩეჩილაძის ნამუშევრები საქართველოში გამოიფინა – იმერეთში, სოფელ ზემო წევის საჯარო სკოლის სივრცეში (პერსონალური გამოფენა პროექტის “580 მეტრი ზღვის დონიდან”“ ფარგლებში) და 2013 წელს თბილისში, გალერეა აპოლოში (პერსონალური გამოფენა “რეალური”).

აკაკი გაჩეჩილაძის შემოქმედებით შესაძლებლობებს, რომელიც ექსპრესიონიზმიდან სურეალიზმამდე დიაპაზონს მოიცავს, გერმანელი სპეციალისტები წარმატებულ მომავალს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უწინასწარმეტყველებდნენ. მხატვრის პროდუქტიულობა და უშრეტი ფანტაზია მართლაც შესანიშნავია. აკაკი გაჩეჩილაძის ხელოვნება მოკლებულია მყვირალა ეფექტებს. მისი უხვფერებიანი კომპოზიციები დამაჯერებლად არის შესრულებული. სიუჟეტურად ისინი მრავაფეროვანი და მდიდარია, რის გამოც მნახველს ყოველთვის რჩება გარკვეული საფიქრალი. ნამუშევართა დიდი ნაწილი სიმბლოებით არის დატვირთული. აკაკი გაჩეჩილაძის ინსპირაციის წყარო ყოველდღიური ემოციაა – თანგრძნობა, სიყვარული, პატივმოყვარეობა, შიში, გულგრილობა, მომხვეჭელობა და სხვ. ისინი მის შემოქმედებაში ირეალურ, ილუზიურ სამყაროსა და მის პერსონაჟებში აირეკლება. აკაკი გაჩეჩილაძის საავტორო ხელწერა მკვეთრად გამორჩეულია და თავისუფალია გავლენებისგან. მისი ნამუშევრები მნახველში გაუნელებელ შთაბეჭდილებებს ტოვებენ.

აკაკი გაჩეჩილაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებსა და არტ ფესტივალებში – 2013 წელს არტფესტივალი ქალაქ მარბელაში (ესპანეთი), 2013 წელს საქველმოქმედო გამოფენა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვთა მხარდასაჭერად (ივენთჰოლი), 2012 წელს Inter Art (ბათუმი).

მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში (უკრაინა, საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი, რუსეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ესპანეთი).
23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად