Warning: session_start(): open(/var/lib/php/session/sess_f9pqr86r7e8c8t58na0vpn4ea3, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/energo-pro.ge/website_back/engine/logic.php on line 3
სტიქიის ზონაში შემცირდა იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ | energo-pro.ge
eng

news

სტიქიის ზონაში შემცირდა იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ

28 თებ, 2025

გურიაში ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. კომპანიის ცნობით, რაც უფრო მცირდება გათიშულ აბონენტთა რაოდენობა, მით უფრო რთულდება აღდგენითი სამუშაოები, რადგან, მაღალმთიან სოფლებში გადაადგილება უფრო ჭირს.

„ავარიების ლიკვიდაცია და აბონენტების ენერგომომარაგების აღდგენა ეფექტურად გრძელდება. თუმცა, რაც უფრო მცირდება გათიშულ აბონენტთა რაოდენობა, მით უფრო რთულდება აღდგენითი სამუშაოები, რადგან რჩება რელიეფურად უფრო რთულ ადგილებზე განლაგებული, მაღალმთიანი სოფლები, სადაც თოვლის საფარი კვლავ დიდია და გადაადგილებაც უფრო ჭირს. რა თქმა უნდა ავარიების კერების იდენტიფიცირების და მათი ლიკვიდაციის ტემპი მომდევნო დღეების განმავლობაში შენარჩუნდება. მუშაობა გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია“, - აცხადებენ “ენერგო-პრო ჯორჯიაში“.


Warning: Unknown: open(/var/lib/php/session/sess_f9pqr86r7e8c8t58na0vpn4ea3, O_RDWR) failed: No space left on device (28) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/lib/php/session) in Unknown on line 0