eng

news

პროფესიული სასწავლებლების მომავალ სტუდენტებს ენერგო–პრო ჯორჯია დაასაქმებს

20 მარტი, 2014
ენერგო–პრო ჯორჯია დასაქმების ახალ პროექტს იწყებს. კომპანიის გადაწყვეტილებით ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს და რომლებიც მიმდინარე წელს ჩაირიცხება პროფესიულ სასწავლებლებში ელექტრიკოსის, შემდუღებლის და სხვა მსგავსი პროფილის ფაკულტეტებზე, სწავლლების პერიოდში კომპანიისგან მიიღებენ 150-200 ლარის ოდენობის სტიპენდიას. სწავლების ბოლო ეტაპზე სტუდენტები სს ენერგო–პრო ჯორჯიაში გაივლიან 1-3 თვემდე ხანგრძლივობის სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგო–პრო ჯორჯიასა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდება.

„პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ და ავუმაღლოთ მოტივაცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ მიიღონ პროფესიული განათლება. აღნიშნული პროექტი დაეხმარება დარგის პოპულარიზაციასაც. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სტუდენტების შემდგომ დასაქმებას კომპანიაში და მათ კარიერულ ზრდას. აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა.

სტიპენდიის მიღების მსურველებმა მიმდინარე წლის 27 აპრილამდე უნდა შემოიტანონ განცხადება კომპანიის სათაო ოფისში ან ფილიალებში, ასევე მათ შეუძლიათ შეავსონ განაცხადი ელექტრონულად კომპანიის ვებ გვერდზე. შემდეგ მოხდება გასაუბრება კანდიდატებთან, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომელთაც პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაში დაენიშნებათ სტიპენდია ენერგო–პრო ჯორჯიასგან.

კონკურსის პირობების მიხედვით განაცხადის შემომტანი უნდა იყოს არაუმეტეს 35 წლისა, საქართველოს მოქალაქე, უნდა ჰქონდეს არა ნაკლებ საშუალო განათლება და დაწყებით დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენებს.

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აღნიშნულ პროექტში ჩაერთვებიან ასევე ბავშვთა სახლებიც. კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ასევე გეგმავენ შეხვდნენ ბავშვთა სახლების დირექტორებს. შეხვედრის მიზანი იქნება ის, რომ აღსაზრდელებს, რომლებიც მალე დაიწყებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას, მოტივაცია გაუჩნდეთ ჩააბარონ პროფესიულ სასწავლებლებში შესაბამის სპეციალობებზე. შესაბამისად კომპანია მათ სწავლის განმავლობაში გადაუხდის სტიპენდიას მომავალი დასქმების პერსპექტივით.
23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად