eng

news

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს ენერგო–პრო ჯორჯია დაასაქმებს

20 ივნისი, 2014
დღეს ქუთაისში ენერგო–პრო ჯორჯიამ გააფორმა ხელშეკრულება პროფესიული სასწავლებლების 5 სტუდენტთან. სწავლების პერიოდში ენერგო–პრო ჯორჯია აღნიშნულ სტუდენტებს გადაუხდის ყოველთვიურ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით. ამასთან, სტუდენტები 10 თვიანი სწავლის დასრულების შემდეგ გაივლიან ერთთვიან სტაჟირებას და დასაქმდებიან კომპანიაში. კომპანიასა და სტუდენტებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში „იბერია“. სტუდენტები შეირჩნენ ქუთაისის, ოზურგეთისა და ქობულეთის პროფესიული სასწავლებლებიდან „იბერია“, „ჰორიზონტი“ და „ახალი ტალღა“.
 
პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დასაქმების პროექტის ფარგლებში, ენერგო–პრო ჯორჯიას უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება 12 სტუდენტთან.

სტუდენტების დასაქმების პროექტი გაგრძელდება და მეორე ეტაპზე, რომელიც სავარაუდოდ ჩატარდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ენერგო–პრო ჯორჯია კიდევ 12 სტუდენტს გადაუხდის სტიპენდიას.

„პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ და ავუმაღლოთ მოტივაცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ მიიღონ პროფესიული განათლება. აღნიშნული პროექტი დაეხმარება დარგის პოპულარიზაციასაც. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სტუდენტების შემდგომ დასაქმებას კომპანიაში და მათ კარიერულ ზრდას. აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა.
23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად