eng

news

ქობულეთის რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა

05 მარტი, 2014
სს ენერგო–პრო ჯორჯიამ წარმატებით დაასრულა ქობულეთის რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. რაიონი გამრიცხველიანდა მთლიანად (25 სოფელი, დაბა ჩაქვი და ოჩხამური, აგრეთვე ქალაქი ქობულეთი, საერთო ჯამში 24 000–მდე აბონენტი). ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით, აბონენტები ადვილად გააკონტროლებენ საკუთარ ენერგომოხმარებას. ქობულეთის რაიონში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტის განხორციელების მიზნით, სს ენერგო–პრო ჯორჯიამ 5 959 750 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ბოლო სოფელი, რომელიც გამრიცხველიანდა ქობულეთის რაიონში არის სოფელი ხალა, სადაც ბოლო მრიცხველის დამონტაჟებას დაესწრო ენერგო–პრო ჯორჯიას ხელმძღვანელობა და აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე.

„ქობულეთის რაიონი არის ერთერთი პირველი რაიონი, სადაც ენერგო–პრო ჯორჯიამ მთლიანად დაასრულა აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი ჩვენთვის ერთერთი პრიორიტეტულია, რადგან ის იძლევა ინდივიდუალური აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტი აღრიცხვის საშუალებას, რაც აბონენტისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამასთან, გამრიცხველიანების პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაცია, რაც მიზნად ისახავს ქსელის საიმედოობის გაზრდას და აბონენტების უსაფრთხო ენერგომომარაგებას“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას დასავლეთ რეგიონალური ფილიალის დირექტორმა ირაკლი ვახტანგიძემ.

ინდივიდუალური გამრიცხველიანების პარალელურად სს ენერგო–პრო ჯორჯიამ განახორციელა ელექტროქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლთა ფარგლებშიც შეიცვალა ამორტიზირებული სადენები და ბოძები, ახალი იზოლირებული კაბელებით და რკინა–ბეტონის დგარებით. რეაბილიტაციის შედეგად კიდევ უფრო გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაიზრდა ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და შესაბამისად მომსახურების ხარისხი.

სს ენერგო–პრო ჯორჯია განაგრძობს ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოების წარმოებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც და 2015 წლისთვის გამრიცხველიანებული იქნება მთელი საქართველო.
23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად