eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ დაბა ბაკურიანში ენერგეტიკული ქსელის რეაბილიტაციისთვის 500 000-მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს

25 ოქტომბერი, 2016
დაბა ბაკურიანში ზამთრისათვის მზადების პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დაბა ბაკურიანის 3000-მდე აბონენტის ენერგომომარაგება და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. ამ კუთხით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 500 000-მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ახალი 10 კვ ძაბვის საფიდერო ხაზი, აგრეთვე დამონტაჟდება ახალი მიწისქვეშა საკაბელო სისტემა, განხორციელდება 35 კვ ქვესადგურების და გამანაწილებელი პუნქტების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოეწყობა ახალი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი; განხორციელებული სამუშაოები გაზრდის ქსელის საიმედოობას და ავარიების შემთხვევაში რეაგირების ოპერატიულობას.

დაბა ბაკურიანში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 22 ოქტომბერს და დასრულდება ერთი თვის ვადაში.
04 მაისი, 2023

საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას, ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ მომზადებულ საინფორმაციო პლაკატებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გადასცემს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ენერგეტიკის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს და ენერგეტიკის დარგის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის სპეციალიტები მოსწავლეებს ელექტროენერგეტიკის, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების და კომპანიის საქმიანების შესახებ ესაუბრნენ, უპასუხეს მათ შეკითხვებს და ამ სფეროში პროფესიული საქმიანობის პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ვრცლად