eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში

04 აპრილი, 2017
ს.ს. „ენერგო–პრო ჯორჯია“ უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების რიცხვში, ერთ–ერთ წამყვან პოზიციას კვლავ ინარჩუნებს საქართველოში. საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია შედის 10 ყველაზე მსხვილ კომპანიათა რიცხვში. დღესდღეობით, სს ენერგო-პრო ჯორჯიას მფლობელობაში არსებულ კომპანიებში დასაქმებულია 5400 თანამშრომელი. კომპანია ახორციელებს ღია და გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკას. სამუშაო ადგილები იქმნება არა მარტო დედაქალაქში, არამედ კომპანიის მთელი მომსახურების არეალის მასშტაბით საქართველოს რეგიონებში. კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა აქვს ყველა მსურველს, ვინც დააკმაყოფილებს გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს და წარმატებით ჩააბარებს ტესტირებას. კონკურსი არის გამჭვირვალე და კანდიდატების შერჩევა ხდება ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით.

ს.ს. „ენერგო–პრო ჯორჯია“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ წამყვან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან. მათთან გაფორმებულია მემორანდუმები, რომლთა საფუძველზე სტუდენტებს ეძლევათ საშუალება გაიარონ სტაჟირება ან საწარმოო პრაქტიკები მათთვის საინტერესო დარგში, პროფესიონალი მენტორების მეთვალყურეობით. სწავლების პროცესის დასრულების შემდგომ, სტაჟიორებს უტარდებათ პროფესიული ტესტირება, რომლის საფუძველზე დგება პოტენციურ თანამშრომელთა რეიტინგი და ყველა წარმატებულ კანდიდატს ეძლევათ კომპანიაში დასაქმების რეალური შესაძლებლობა.

კომპანიაში არსებული, პერსონალის კარიერული განვითარების ეფექტური და ეფექტიანი სტრატეგია, უზრუნველყოფს ქვედა რგოლის თანამდებობებზე მომუშავე, წარმატებული პერსონალის სწრაფ პოზიციურ დაწინაურებას. ეს კი, თავის მხრივ რეგიონებში იწვევს ქვედა დონის პოზიციების გამოთავისუფლებას და ვაკანტური ადგილების გაჩენას. აქედან გამომდინარე, რეგიონებში ხშირად ცხადდება დასაქმების კონკურსები. ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია სისტემატურად ატარებს პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს და ზრუნავს ადამიანური რესურსების განვითარებაზე, ვინაიდან კომპანიის პერსონალი წარმოადგენს მის ყველაზე ღირებულ აქტივს.
23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად