eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ რესურსების მართვის ახალი ონლაინ სისტემა დანერგა

20 ნოემ, 2017
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში ახალი, რესურსების მართვის შვედური სისტემის, IFS-ის დანერგვა დასრულდა, რომლის მეშვეობით კომპანია შეძლებს უფრო წარმატებით წარმართოს თავისი საქმიანობა და ეფექტურად გამოიყენოს თავისი რესურსები. სისტემა მოიცავს ფინანსურ, ლოჯისტიკურ, ტექნიკურ, პროექტების მართვის, დოკუმენტმენეჯმენტის და სხვა მოდულებს. ახალი სისტემის საშუალებით კომპანიას ექნება შესაძლებლობა ფლობდეს მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას ფინანსური და ტექნიკური რესურსების შესახებ, აწარმოოს დეტალური ანგარიში და აღრიცხვა, რაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საშუალებას მისცემს უფრო სწორად დაგეგმოს მომავალი პროექტები და მოახდინოს ხარჯების ოპტიმიზაცია.
 
IFS ერთერთი პოპულარული მართვის სისტემაა მსოფლიოში და რეიტინგებით, საშუალო ზომის კომპანიებისთვის (Gartner’s rating-ის თანახმად) შედის პირველ ოთხეულში (SAP, Oracle, Microsoft, IFS). სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში სრულად მოახდინა აღნიშნული მართვის სისტემის დანერგვა.
23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად