eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეგიონების საჯარო სკოლებში საჩვენებელ გაკვეთილებს ატარებს

11 ნოემ, 2016
დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ რეგიონებში უფროსკლასელებს საჩვენებელი გაკვეთილები ჩაუტარა. კომპანია აღნიშნულ პროექტს USAID-თან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50 სკოლაში ახორციელებს. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტრატეგიის ნაწილია.

საჩვენებელ გაკვეთილებზე, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კომპანიის თანამშრომლებმა გააცნეს ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდები; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ზონები და ხიფათის შემცველი სიტუაციები; ჩაატარეს ელექტროობასთან დაკავშირებული მცირე ცდები და სხვა. ამავე პროექტის ფარგლებში, იმ სკოლების ნაწილს, სადაც უკვე ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილები, კომპანიისგან საჩუქრად გადაეცათ ჰიდროელექტროსადგურების სპეციალური ასაწყობი მოდელები, ამკრძალავი პლაკატები და სერტიფიკატები.

დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, რუსთავის #4 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს საჩვენებელ გაკვეთილებთან ერთად, ჩაუტარდათ ექსკურსია „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს შვილობილ, აირტურბინულ ელექტროსადგურზე „ჯიფაუერი“.

ენერგეტიკის დარგში მეტი ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებული სტუდენტებისთვის კომპანია გასცემს სტიპენდიებს, აძლევს მათ საშუალებას გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა კომპანიაში მომავალი დასაქმების პერსპექტივით;

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლების პროცესში; აგრეთვე აქტიურად, იღებს მონაწილეობას დარგის პედაგოგების გადამზადებაში.
23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად