eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

12 იანვარი, 2017
წარმატებით დასრულდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეორგანიზაცია, რომლის შედეგად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამოეყო იურიდიული პირი – სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, რომელიც აერთიანებს კომპანიის გენერაციის ობიექტებს, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ელექტრეოენერგიის განაწილების ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას, შესაბამისი სადისტრიბუციო აქტივების ფლობას და ექსპლუატაციას.

აღნიშნული რეორგანიზაციის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი გახდა მომავალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც გამოწვეულია, საქართველოს ენერგეტიკული თანამეგობრობის გაერთიანებაში გაწევრიანებით. კერძოდ – ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს მიერ ელექტროენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის მიზნით, დამტკიცებულია 2009/72/EC დირექტივა, რომელიც განსაზღვრავს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების საერთო წესებს და აღნიშნული სალიცენზიო საქმიანობების იურიდიულ გამიჯვნას.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმოადგენს ჩეხური „ენერგო-პრო ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას, რომელსაც აქვს გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში მსგავსი კანონმდებლობით რეგულირებული საქმიანობის, ჯგუფმა გამოიყენა აღნიშნული გამოცდილება და წინსწრებით დაასრულა რეორგანიზაციის პირველი ფაზა. რაც შეეხება მომდევნო ცვლილებებს „ენერგო-პრო ჯგუფი“ მიესალმება ევრორეგულაციებისადმი საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, ერთგვაროვანი მიდგომის პრინციპზე დაფუძნებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ბაზრის ლიბერალიზაციას და კონკურენციის ზრდას, რაც თავის მხრივ გარანტირებულად გამოიწვევს აბონენტთა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და რეალურად მიახლოებას ევროპულ ხარისხთან.

ხაზგასასმელია, რომ უკვე განხორციელებული და სამომავლო რეფორმები არ გამოიწვევს არსებით ცვლილებებს, ენერგო-პრო ჯგუფში შემავალი კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაში, სრულად იქნება შენარჩუნებული არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსები, რაც აუცილებელია კომპანიის ეფექტური საქმიანობისათვის.
04 მაისი, 2023

საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას, ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ მომზადებულ საინფორმაციო პლაკატებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გადასცემს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ენერგეტიკის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს და ენერგეტიკის დარგის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის სპეციალიტები მოსწავლეებს ელექტროენერგეტიკის, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების და კომპანიის საქმიანების შესახებ ესაუბრნენ, უპასუხეს მათ შეკითხვებს და ამ სფეროში პროფესიული საქმიანობის პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ვრცლად