eng

news

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს არაქართულენოვანი თანამშრომლები სახელმწიფო ენას სწავლობენ

05 დეკემბერი, 2017
,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს საკუთარ, არაქართულენოვან თანამშრომლებს, საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. კომპანიის, სამხრეთ საქართველოს ფილიალის, ახალქალაქისა და ნინოწმინდას მომსახურეობის ცენტრების თანამშომლები სახელწიფო ენას უკვე სწავლობენ ადგილებზე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, შესაბამისი რეგიონის სასწავლო ცენტრებში.

აღნიშნულ სკოლასა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს შორის მალე გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზე სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სს ენერგო-პრო ჯორჯიასთან შეთანხმებით, უსასყიდლოდ დაგეგმავს და განახორციელებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სს ენერგო-პრო ჯორჯიას პერსონალისათვის ქართული ენის სწავლებას ენობრივი კომპეტენციის A1, A2, B1, B1+, და B2 დონეებზე. ასევე, უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მაღალ ორგანიზაციულ დონეზე წარმართვას, მსმენელთათვის მოსახერხებელი გრაფიკითა და ენერგეტიკის სფეროს დარგობრივი ლექსიკით გამდიდრებული სასწავლო სახელმძღვანელოების გამოყენებით.

ამჟამად, კომპანიის ახალქალაქის და ნინოწმინდას მომსახურების ცენტრების ოცამდე თანამშრომელი პირველ საფეხურს გადის.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სახელმწიფო ენის სწავლებას დაიწყებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მარნეულის, ბოლნისის, გარდაბანის და დმანისის, არაქართულენოვანი თანამშრომლები, რომელთაც სურვილი ექნებათ გაიღრმავონ სახელმწიფო ენის ცოდნა.
23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად