eng

news

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს

28 ივნისი, 2023

საქართველოში არსებული უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლების ენერგეტიკის,ელექტროინჟინერიის, სხვა ტექნიკური და ფინანსური მიმართულებების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს,  თბილისში და რეგიონებში საშუალება ეძლევათ  ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ. სტაჟირების დასრულების შემდეგ წარმატებული სტუდენტები სრულ განაკვეთზე დასაქმების შეთავაზებას მიიღებენ.

,,დასაქმების პროგრამა ჩვენს კომპანიაში გამჭვირვალედ და საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს მრავალი წელია. ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტები მუდმივად იღებენ ჩვენგან სხვადასხვა შეთავაზებას,  თუმცა ახლა ვეპატიჟებით არა მხოლოდ  მომავალ ენერგეტიკოსებს, არამედ სხვა მიმართულებით დასაქმების მსურველებსაც. სტუდენტები სფეროების მიხედვით გადანაწილდებიან სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში და გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას, რა დროსაც უშუალოდ ჩაერთვებიან კომპანიის ოპერირების პროცესებში. რაც მთავარია, თუ ისინი თავს გამოიჩენენ, ჩვენგან არა მხოლოდ საზაფხულო დასაქმების, არამედ სრულ განაკვეთზე დასაქმების შეთავაზებასაც  მიიღებენ“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

დასაქმების პროგრამა მოიცავს უშუალოდ სამუშაო პროცესში ჩართულობას, თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, პროექტების მომზადებას. მათ უხელმძღვანელებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“  პროფესიონალი მენტორები.

დაინტერესებული სტუდენტები დაუკავშირდით სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ პერსონალის შერჩევის და კარიერის მართვის განყოფილების უფროსს თეონა ჩხეიძეს 577350050, ან გამოაგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@energo-pro.ge