eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ახალციხის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადასცა

26 აპრილი, 2017
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. კომპანიამ „ჰაკათონი 2017“ მონაწილე, ახალციხის პროფესიული სასწავლებლის – “ოპიზარის”, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებს, ფულადი ჯილდო გადასცა. სტუდენტებმა კონკურსზე წარმოადგინეს „ულტრაბგერითი სამაჯური უსინათლოთათვის“, რომლის მეშვეობით უსინათლო პირი შეძლებს, მინიატურული ვიბროძრავების მეშვეობით შეიგრძნოს, თუ რა მანძილითაა დაშორებული სასურველი დანიშნულების წერტილიდან და რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს რომ უმოკლესი მანძილის გავლით მივიდეს სასურველ ლოკაციამდე, კონკრეტულ შენობაში (მაგ. საგანმანათლებლო დაწესებულებაში).

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ფავორიტ გუნდს, რომლებიც დაახლოებით 1 თვის განმავლობაში მუშაობდნენ ულტრაბგერითი სამაჯურის იდეასა და მის პროტოტიპზე, ექნება საშუალება, მიღებული ფულადი ჯილდოს მეშვეობით დახვეწოს ინოვაცია და მოახდენოს მისი შემდგომი რეალიზება.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად იყო ჩართული პროექტის მიმდინარეობაში, სპონსორის რანგში, ასევე კომპანიის წარმომადგენელი იყო ჟიურის წევრი. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და „EuHack“. „ჰაკათონი 2017-ის“ ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის ცხრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დაკომპლექტებულმა, სტუდენტურმა გუნდებმა, კოლეჯებში არსებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიებისა და „ტექნოპარკის“ შესაბამისი ბაზის გამოყენებით, შექმნეს საინტერესო პროექტები – იდეების პროტოტიპები.

პრეოფესიული განათლების პოპულარიზაციის კუთხით, აღნიშნული პროექტი იყო ერთერთი იმ მრავალრიცხოვან პროექტთაგანი, რომელსაც მხარი დაუჭირა სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“. ზოგადად, ენერგეტიკის დარგში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და საქართველოში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
04 მაისი, 2023

საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას, ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ მომზადებულ საინფორმაციო პლაკატებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გადასცემს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ენერგეტიკის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს და ენერგეტიკის დარგის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის სპეციალიტები მოსწავლეებს ელექტროენერგეტიკის, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების და კომპანიის საქმიანების შესახებ ესაუბრნენ, უპასუხეს მათ შეკითხვებს და ამ სფეროში პროფესიული საქმიანობის პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ვრცლად