eng

news

სს "ენერგო-პრო ჯორჯია მოსახლეობას" უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს

03 ივნისი, 2019
საზაფხულო სეზონზე, როდესაც კურორტებზე, დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონებში მოქალაქეების კონცენტრაცია იზრდება, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების, ხაზების, ქვესადგურების სიახლოვეს უსაფრთხოების წესების გათვალისწინება. სს ენერგო-პრო ჯორჯია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს. შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები. 

დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია! გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთვის. სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, სადენთან მიახლოება დაუშვებელია. 

იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქსელებში შეინიშნება რაიმე ავარიული ან სახიფათო მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს ენერგო-პრო ჯორჯიას შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 0322471707.
04 მაისი, 2023

საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას, ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ მომზადებულ საინფორმაციო პლაკატებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გადასცემს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ენერგეტიკის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს და ენერგეტიკის დარგის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის სპეციალიტები მოსწავლეებს ელექტროენერგეტიკის, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების და კომპანიის საქმიანების შესახებ ესაუბრნენ, უპასუხეს მათ შეკითხვებს და ამ სფეროში პროფესიული საქმიანობის პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ვრცლად