eng

news

სს "ენერგო-პრო ჯორჯია მოსახლეობას" უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს

20 ივნისი, 2022

ზაფხულის სეზონზე, როდესაც კუროტებზე, დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონებში მოქალაქეების კონცენტრაცია იზრდება, განსაკუთრებით საყურადღებოა ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების, ხაზების, ქვესადგურების სიახლოვეს უსაფრთხოების წესების დაცვა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს! შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები.

„დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია! შესაბამისად უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მოსახლეობას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და მიაქციონ ყურადღება მაღალი ძაბვის ხაზების დაცვის ზონებში განთავსებულ გამაფრთხილებელ ნიშნებს.“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალის მთავარმა ინჟინერმა ნუგზარ გოგუამ.  

„მოსახლეობისთვის საყურადღებო უნდა იყოს ის, რომ აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთვის!“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ანალიზის რისკების შეფასების და ნორმატიული დოკუმენტების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ალექსი ჭაფანძემ. 

იმ შემთხვევაში, თუ ქსელში შეინიშნება რაიმე ავარიული ან სახიფათო მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე: 032 247 17 07.

23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად