eng

news

სტაჟიორებმა ,,ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ დასაქმების შეთავაზება მიიღეს

22 სექტემბერი, 2023
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ წარმატებით დასრულდა საზაფხულო, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც 17 ივლისიდან 17 სექტემბრამდე მიმდინარებდა.
 
13 სტაჟიორიდან უმეტესობამ უკვე მიიღო კომპანიაში დასაქმების შეთავაზება.

უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, ასევე ახლად კურსდამთავრებული ახალგაზრდები, სტაჟირებას გადიოდნენ კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებში და ჰესებზე. მათ პროფესიულ, პრაქტიკულ უნარჩვევების გამომუშავებაში უშალოდ პროფესინალი ენერგეტიკოსები თუ სხვა სპეციალისტები იყვნენ ჩართულები.

,,ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ ენერგეტიკის დარგით, რათა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს დარგში კადრების კრიზისი. წლის ყველა სეზონში გვაქვს სხვადასხვა შეთავაზება ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის, ასევე ვცდილობთ მომავალ სტუდენტებს გავაცნოთ და დავაინტერესოთ ენერგეტიკის დარგი“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოდინგის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ტრაპაიძემ. მისი თქმით, კომპანია სთავაზობს ახალგაზრდებს აირჩიონ სინათლე.

უკვე ყოფილი სტაჟიორებისთვის შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო გარდაბნის აირტურბუნულ ელექტროსადგურში ,,ჯი-ფაუერი“. მათ გადაეცათ სერტიფიკატებიც.