eng

news

ურეკის საკურორტო ზონის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

18 აპრილი, 2018
ზაფხულისთვის მზადების ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აგრძელებს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიამ დაბა ურეკში ახალი მაღალი ძაბვის მიწისქვეშა ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, რითაც მნიშვნელოლვნად გაუმჯობესდება ურეკის საკურორტო ზონის ენერგომომარაგება.

სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს ძველი კაბელის დემონტაჟი და იჭიმენა ახალი მიწისქვეშა სადენი, რის შედეგადაც დაბა ურეკის აბონენტების ენერგომომარაგება უფრო სტაბილური გახდებაა. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაზრდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.
23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად