eng

სიახლე

ძიება თარიღის მიხედვით:
12 ნოემ, 2022

პროფესიული კოლეჯის სტუდენტს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ პირდაპირ ეთერში დაუნიშნა სტიპენდია

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანი რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტრაპაიძე, პროფესიული კოლეჯის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის, ენერგეტიკის პროგრამის სტუდენტთან გიორგი იაკობაშვილთან ერთად მიწვეული იყო ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში. საუბარი მიმდინარეობდა ენერგეტიკის მიმართულებების სტუდენტების წახალისების და დასაქმების შესახებ.
ვრცლად
20 ივნისი, 2022

სს "ენერგო-პრო ჯორჯია მოსახლეობას" უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს

ზაფხულის სეზონზე, როდესაც კუროტებზე, დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონებში მოქალაქეების კონცენტრაცია იზრდება, განსაკუთრებით საყურადღებოა ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების, ხაზების, ქვესადგურების სიახლოვეს უსაფრთხოების წესების დაცვა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს!
ვრცლად