eng

სიახლე

ძიება თარიღის მიხედვით:
27 ნოემ, 2018

არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

ოთხშაბათს, 28 ნოემბერს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, პირველი ტურის მსგავსად საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ყველა რაიონში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან. იმ შემთხვევაში, თუ უამნიდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას. ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა.
ვრცლად
19 ნოემ, 2018

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტების დასაქმების პროექტების დანერგვას

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის და ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს პროექტების განხორციელებას. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, კომპანიაში „საზაფხულო დასაქმების პროგრამის“ ფარგლებში სტაჟირება გაიარა 29 სტუდენტმა. 5 სტუდენტი უკვე დასაქმდა. უახლოეს მომავალში ასევე დასაქმდება კიდევ 5 სტუდენტი, ხოლო დანარჩენი კანდიდატები უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაიწყებენ მუშაობას კომპანიაში.
ვრცლად
26 ოქტომბერი, 2018

არჩევნების დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

კვირას, 28 ოქტომბერს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ყველა რაიონში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები. ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა.
ვრცლად
17 ოქტომბერი, 2018

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციაზე, წლის ბოლომდე 5 234 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას მაღალი ძაბვის ქსელის რეაბილიტაციაში. კომპანიამ უკვე დაასრულა სამი, 110 კვ მაღალი ძაბვის ხაზის - „კაცხის“, „მოაშის“ და „მარაბდა 2“-ის რეაბილიტაცია. სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და ხარისხი ჭიათურის, საჩხერის, ლენტეხისა და მესტიის აბონენტებისთვის. მაღალი ძაბვის ხაზის „მარაბდა 2“-ის რეაბილიტაციის შედეგად კი შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების სარეზერვო წყარო ქ. რუსთავისთვის. აღნიშნული ხაზი ექსპლუატაციაში ნოემბრის ბოლოს შევა.
ვრცლად
09 ოქტომბერი, 2018

ბაკურიანის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, 6 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს

ზამთრის საკურორტო ზონებში, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გათვალისწინებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელებას იწყებს. მაღალი ძაბვის ქვესადგურში უკვე შეიცვალა ძველი ძალოვანი ტრანსფორმატორი, ახალი, უფრო მძლავრი ტრანსფორმატორით, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე თვეს შევა. სამუშაოების ფარგლებში, წლის ბოლომდე ასევე განხორციელდება 3 კმ-მდე სიგრძის მიწისქვეშა კაბელის დამონტაჟება.
ვრცლად
13 სექტემბერი, 2018

ენერგო–პრო ჯორჯიას ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ესტუმრა

დღეს, ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა.
ვრცლად
6 7 8 9 10