მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის, ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა (გარდა გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად – რეგისტრაციის მოთხოვნისა) მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს.
განმცხადებელმა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში უნდა გააკეთოს მომართვა სათანადო ფორმით, რომელსაც თან დაურთავს არსებული აბონენტის წერილობით თანხმობას მის აბონენტად რეგისტრაციაზე (ფართის დროებითი ფლობის შემთხვევაში), ასევე არსებული აბონენტის გაუქმების წერილს.