eng

დროებითი მიერთება

არასტანდარტული დროებითი მიერთება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #19 დადგენილების „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით: სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი „დროებითი მიერთების მოთხოვნის“ შესახებ სტანდარტული ფორმის განაცხადით მიმართავს სისტემის ოპერატორს და წინასწარ იხდის სისტემის ოპერატორის მიერ ამ მომსახურების საჯაროდ შეთავაზებული საფასურს. ამასთან, სტანდარტული პირობის არსებობა არ ართმევს მომხმარებელს უფლებას, განაცხადით მოითხოვოს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთება, შესაბამისი ტექნიკური პირობის საფუძველზე.

არასტანდარტულია ყველა მიერთება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სტანდარტული მიერთების პაკეტებით. არასტანდარტულია ასევე, როდესაც მომხმარებლი საკუთარი ნებით ითხოვს არასტანდარტულ მიერთებას.

არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი სისტემის ოპერატორს მიმართავს დროებითი მიერთების ტექნიკური პირობის გაცემის მოთხოვნით. სისტემის ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველის განაცხადს და გასცემს დროებითი მიერთების ტექნიკურ პირობას, რომელიც შეიცავს არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილს, მისაერთებელი ძაბვის საფეხურს და სიმძლავრეს. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სამუშაოების ურთიერთშეთანხმებით შესრულების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაო და ამ სამუშაოს შედეგად შექმნილ აქტივებზე საკუთრების/მფლობელობის საკითხი.

არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების შემთხვევაში, თუ მიერთების სამუშაოები მოიცავს არსებული გამანაწილებელი ქსელის გაძლიერებას, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია დროებითი მიერთების მსურველს მოსთხოვოს ქსელის გაძლიერებისთვის აუცილებელი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთებისას, დროებითი მიერთების მოთხოვნილი ვადა თუ აღემატება 3 კალენდარულ თვეს, დროებითი მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომხმარებელი უფლებამოსილია, თვითონ მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ან მოითხოვოს სისტემის ოპერატორის მიერ აღრიცხვის კვანძის მოწყობის მომსახურება. ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სისტემის ოპერატორს და აღრიცხვის კვანძის სისტემის ოპერატორის მიერ მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე გადაიხდის წესების №3 დანართით შესაბამისი პაკეტისათვის განსაზღვრულ საფასურს.

ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, სისტემის ოპერატორი აღრიცხვის კვანძს მოაწყობს და მომარაგებას დაიწყებს წესების №3 დანართით განსაზღვრულ ვადაში.

დანართი ჩამოტვირთეთ აქ: არასტანდარტული დროებითი მიერთების განაცხადის ფორმა