არარეგულირებული ახალი მიერთება

არარეგულირებული ახალი მიერთება

არარეგულირებულია ახალი მიერთება, თუ ობიექტზე ადგილი აქვს ისეთ მიერთებას, როდესაც განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრე არ ჯდება რეგულირებული ახალი მიერთების მოთხოვნილ პაკეტებში; ასევე, ობიექტი განაცხადში მითითებული ძაბვის მიხედვით დაშორებულია კომპანიის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელიდან უფრო მეტი მანძილით (სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას): 

  • 0,4 კვ ძაბვის ახალი ობიექტის შემთხვევაში – სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული 0,4 ან 6-10 კვ გამანაწილებელი ქსელიდან 600 მ-ის რადიუსში;
  • 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის შემთხვევაში – სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში.

 

ასევე, თუ ადგილი აქვს 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას გამანაწილებელ ქსელზე ან ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური. ასეთი სახის ობიექტის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში (არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში) მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 

  • მიერთების წერტილს;
  • მიერთების ძაბვის საფეხურს;
  • მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბამისად).

 

გაცემული ტექნიკური პირობების შესაბამისად თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს მიერთების მსურველი ვალდებულია:

  • სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
  • წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას (განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედამხედველობის შემთხვევაში) და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განაწილების ლიცენზიატის წერილობითი მითითებები;
  • ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადით  მიმართოს სისტემის ოპერატორს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელთან შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის  წარდგენამდე  წინასწარ გადაიხადოს „აღრიცხვის კვანძის  მოწყობის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ ობიექტზე განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №4 განსაზღვრული მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემის საფასური შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის  მიერ უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.

.



საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:


მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“
ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006

მიმღები ბანკის დასახელება: სს "საქართველოს ბანკი"

ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000609622943


დანიშნულება: ახალი არარეგულირებული მომხმარებლის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური.

ახალი არარეგულირებული მომხმარებლის ქსელზე მიერთების შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ

ელ-მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge

განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ აქ: