ძველი მომხმარებლის რეგისტრაციის აღდგენა

ძველი მომხმარებლის რეგისტრაციის აღდგენა

გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ელექტროენერგია აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ელექტროენერგია და არც მიუმართავს სისტემის ოპერატორისათვის ელექტრომომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).

ძველი მოხმარებლის რეგისტრაციის აღდგენის პროცედურა შემდეგია:

1. ქსელზე მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) გააკეთოს მომართვა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში სათანადო განაცხადით, რომელსაც თან უნდა დაურთოს ნებისმიერი დოკუმენტი (ძველი ტექნიკური პირობები, ობიექტის ჩართვის აქტი და ა.შ), რომელიც დაადასტურებს წარსულში (არაუმეტეს 10 წელი არასაყოფაცხოვრებოს შემთხვევაში) ელ. მომარაგების ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ჩაატარებს ობიექტზე მოკვლევას და განმცხადებლის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში მოამზადებს და გასცემს სათანადო ტექნიკურ პირობებს 2 კვირის ვადაში.

3. ტექნიკური პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდეგ განმცხადებელი ვალდებულია მიმართოს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს წერილობით „აღრიცხვის კვანძის მოწყობა არარეგულირებული მიერთებისას“ განაცხადით, რომელსაც თან დაურთავს აღრიცხვის კვანძის მოწყობის დამადასტურებელ საგადახდო დავალებას ან ქვითარს.
 

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:

მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006

 

მიმღები ბანკის დასახელება: სს "საქართველოს ბანკი"

ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000609622943

დანიშნულება: ძველი მომხმარებლის რეგისტრაციის აღდგენის და ქსელზე მიერთების საფასური (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი).

ძველი მომხმარებლის რეგისტრაციის აღდგენის შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge


განცხადების ფორმა ჩამოტვირთეთ აქ: