რეგულირებული ახალი მიერთება

რეგულირებული ახალი მიერთება

საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის, ასევე უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთებას, პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით (რომელიც წარმოადგენს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე მიერთების მოთხოვნას) უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება წესებით გათვალისწინებულ ახალი ობიექტის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა წესების მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე და სისტემის ოპერატორი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.

გამანაწილებელ ქსელთან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთების ან 220 ვ ძაბვის საფეხურზე ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური. დანარჩენ შემთხვევებში, განმცხადებელმა განაცხადის წარდგენამდე უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან:


ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20 დღის განმავლობაში;

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10 დღის განმავლობაში.
 

მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, როდესაც ადგილი აქვს: ა) გამანაწილებელ ქსელთან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას; ბ) 220 ვ ძაბვის საფეხურზე ახალი ობიექტის მიერთებას.



სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის ნაწილის გადახდის შემდეგ, 0,220 კვ, 0,380კვ და 6/10კვ ძაბვაზე ახალი ობიექტ(ებ)ის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს იმ ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას:

ა) 0,4 კვ ძაბვის ახალი ობიექტის შემთხვევაში – სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული 0,4 ან 6-10 კვ გამანაწილებელი ქსელიდან 600 მ-ის რადიუსში;

ბ) 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის შემთხვევაში – სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში.

ახალი ობიექტის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. მიერთების მსურველს უფლება აქვს აირჩიოს:

ა) აღრიცხვის კვანძის ძაბვის საფეხური, რომელზეც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი (გარდა წესების მე-18 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ბ) მისაერთებელი სიმძლავრე შესაბამის ძაბვის საფეხურზე, სადაც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი შეთავაზებული
პაკეტის მიხედვით.
 
 
დანართი 2

0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური
0.4 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის შემთხვევაში:
 
ძაბვის საფეხური, კვ სიმძლავრე, კვტ ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ვადა (სამუშაო დღე) ახალი ობიექტის მიერთების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარი
თვითმმართველ ქალაქში სხვა მუნიციპალიტეტებში
0.4 10 (1-10 კვტ 220 ვ.) 40 60 1600
10 (1-10 კვტ 380 ვ) 40 60 2500
10-დან -30 40 60 8800
30-დან-50 40 60 17500
50-დან -80 40 60 28000
80-დან – 100 40 60 35000
100-დან-120 40 60 45000
120-დან -150 40 60 56000
150-დან -200 45 60 100000
200-დან -320 60 90 138000
320-დან -500 60 90 210000
500-დან -800 90 110 270000
800-დან -1000 90 110 337000
1000-დან -1300 90 110 360000
1300-დან -1600 90 110 400000
1600-დან -2000 90 110 500000
2000-დან -2600 90 110 650000
2600-დან -3200 90 110 800000
6-10 კვ 1-500 60 90 163000
500-დან -1000 90 110 250000
1000-დან -1500 90 110 358000
1500-დან -2000 90 110 438000
2000-დან -3000 90 120 580000
3000-დან -5000 90 120 936000
 


დანართი 4

ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური

 

ძაბვის  საფეხური, კვ სიმძლავრე,  კვტ აღრიცხვის სისტემის მოწყობის ვადა  (სამუშაო დღე) მრავალფუნქციური  ელექტრონული აღრიცხვის სისტემის  მოწყობის საფასური  დღგ-ის ჩათვლით, ლარი ჭკვიანი მრიცხველის  მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით,  ლარი
0.4 1-10 (220 ვ) 15 600 450
1-დან -10 15 1200 1000
10-დან -30 15 1200 1000
30-დან-50 15 1200 1000
50-დან -80 15 1500 1200
80-დან – 100 20 1500 1200
100-დან-120 20 1800 1200
120-დან -150 20 1800 1200
150-დან -200 20 2000 1200
200-დან -320 20 2500 1200
320-დან -500 20 3000 1200
500-დან -800 25 3500 1200
800-დან -1000 25 3800 1200
1000-დან და მეტი კვტ 25 4000 1200
10 კვ 1-500 25 13000 2200
500-დან -1000 25 14000 2200
1000-დან და მეტი კვტ 25 15000 2200
 
 

რეგულირებული ახალი მიერთება

ბ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი ობიექტისთვის დანართი 4-ით განსაზღვრული მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის  მოწყობისთვის შეთავაზებული პაკეტის  საფასურის დამატებით.

გ) ერთდროულად 2 ან მეტი აბონენტის მიერთების შემთხვევაში, მრავალბინიანი სახლის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) ერთდროულობის დატვირთვის კოეფიციენტის ცხრილი გაზიფიცირებული სექტორისთვის.

 

აბონენტთა რაოდენობა  ახალი კოეფიციენტები
2  0.776
3 0.662 
5 0.56 
6 0.53 
9 0.47 
12 0.43 
15 0.4 
18 0.39 
24 0.365 
40 0.33 
60 0.3 
100 0.28 
150 0.265 
200 0.257 
250 0.251 

 

შენიშვნა:

• საყოფაცხოვრებო კატეგორიის ერთი მომხმარებლის სიმძლავრე შედგენს 10 კვტ-ს.
• არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში იანგარიშება ობიექტის ფართობის მიხედ-ვით და საპროექტო სიმძლავრე შეადგენს 0,140 კვტ 1 კვ.მ-ზე.
 
საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:
 
მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006
 
მიმღები ბანკის დასახელება: სს "საქართველოს ბანკი"

ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000609622943


დანიშნულება: ახალი მომხმარებლის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური.

ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge