სისტემის ოპერატორის წინასწარი ინფორმირებით, მომხმარებელს უფლება აქვს სარგებლობდეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ წარმოებული ელექტროენერგია არ გადადინდება გამანაწილებელ ქსელში და სრულად ათვისებული იქნება მხოლოდ მომხმარებლის საკუთარი მოხმარებისთვის. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში გადადინება დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული წარმოების საშუალების სისტემის ოპერატორთან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურად რეგისტრაციის ან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე იმავე წარმოების საშუალების ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად რეგისტრაციის შემთხვევაში.
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინება უნდა შეიზღუდოს მომხმარებლის მიერ მომხმარებლის შიდა ქსელში შესაბამისი ავტომატიკის ან სხვა ტექნიკური საშუალებების, ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის სპეციალური სქემის მოწყობით, რაც ტექნიკურად ზღუდავს წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინებას.
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინების კონტროლის მიზნით, მომხმარებელთან, რომელიც ფლობს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ საშუალებას, ხდება ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველის მონტაჟი შემდეგი პროცედურის დაცვით: ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით სარგებლობის ფაქტის გამოვლენისთანავე, სისტემის ოპერატორი მომხმარებელს აცნობებს წარმოების საშუალების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სისტემის ოპერატორთან ან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე რეგისტრაციამდე გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გადადინების აკრძალვის შესახებ, და მომხმარებელს რეგისტრაციისთვის მისცემს გონივრული ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში მომხმარებელმა სათანადო განაცხადით არ მოითხოვა ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველის მონტაჟი, სისტემის ოპერატორი თავად დაამონტაჟებს ელექტროენერგიის ორმიმართულებიან (რევერსული) მრიცხველს და მომხმარებელს დაარიცხავს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის N19 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ (შემდგომში - „წესები“) №4 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად.
| ძაბვის საფეხური, კვ | სიმძლავრე, კვტ | აღრიცხვის სისტემის მოწყობის ვადა (სამუშაო დღე) | მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობის საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარი | ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ლარი |
| 0.4 | 1-10 (220 ვ) | 15 | 600 | 450 |
| 1-დან -10 | 15 | 1200 | 1000 | |
| 10-დან -30 | 15 | 1200 | 1000 | |
| 30-დან-50 | 15 | 1200 | 1000 | |
| 50-დან -80 | 15 | 1500 | 1200 | |
| 80-დან – 100 | 20 | 1500 | 1200 | |
| 100-დან-120 | 20 | 1800 | 1200 | |
| 120-დან -150 | 20 | 1800 | 1200 | |
| 150-დან -200 | 20 | 2000 | 1200 | |
| 200-დან -320 | 20 | 2500 | 1200 | |
| 320-დან -500 | 20 | 3000 | 1200 | |
| 500-დან -800 | 25 | 3500 | 1200 | |
| 800-დან -1000 | 25 | 3800 | 1200 | |
| 1000-დან და მეტი კვტ | 25 | 4000 | 1200 | |
| 10 კვ | 1-500 | 25 | 13000 | 2200 |
| 500-დან -1000 | 25 | 14000 | 2200 | |
| 1000-დან და მეტი კვტ | 25 | 15000 | 2200 |
მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინების შეზღუდვის პირობის დარღვევის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის რეგისტრირებული სათანადო წესით ელექტროენერგიის საცალო ან საბითუმო ბაზარზე და მომხმარებელთან დამონტაჟებულ ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველზე დაფიქსირებული მონაცემით დასტურდება, რომ ადგილი აქვს წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში უკანონოდ (არასანქცირებულად) გადადინებას სისტემის ოპერატორი გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის:
მომხმარებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას შიდა ქსელში შესაბამისი ავტომატიკის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მოწყობისთვის, ხოლო აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ გამანაწილებელ ქსელში თავად მოაწყობს შესაბამის ავტომატიკას და ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს ელექტროენერგიის ქსელში გადადინების თავიდან ასაცილებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.
დადგმული სიმძლავრის დადასტურება
50 კილოვატი და მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების (გარდა საბითუმო ბაზარზე რეგისტრირებული ელექტროენერგიის წარმოების საშუალებისა) მფლობელი მომხმარებელი, რომელიც გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე, ვალდებულია 2026 წლის პირველ სექტემბრამდე სისტემის ოპერატორს წარუდგინოს მის მფლობელობაში არსებული ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ წესებით გათვალისწინებული დასკვნა/აქტი.
50 კილოვატი და მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების (გარდა საბითუმო ბაზარზე რეგისტრირებული ელექტროენერგიის წარმოების საშუალებისა) მფლობელი მომხმარებელი, რომლის მიერთების განაცხადი შესრულების პროცესშია 2025 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ვალდებულია ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ დასკვნა/აქტი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს მიერთების სამუშაოების დასრულებიდან 8 თვის ვადაში.
ზემოთ აღნიშნული დასკვნის/აქტის წარუდგენლობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი თავად განახორციელებს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურებას წესების 222 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმირებისა და საფასურის დარიცხვის პირობის შესაბამისად. ამასთან, თუ ზედიზედ ორჯერ, სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი განზრახ არ დაუშვეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დასადგენად, ამ ფაქტის დაფიქსირების მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან ელექტროენერგიის წარმოების საშუალება კარგავს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს და მასზე ვრცელდება წესების 221 მუხლით გათვალისწინებული პირობები.
საკუთარი წარმოების საშუალების დადგმული სიმძლავრის შემოწმების საფასური
მომსახურების ღირებულება ელექტროენერგიის საკუთარი საშუალებების დადგმული სიმძლავრის დადასტურებისათვის, სადგურის სიმძლავრის მიხედვით ერთ ლოკაციაზე.
| განაწილების სისტემის ოპერატორთან დაფიქსირებული ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების სიმძლავრე (კვტ) |
მომსახურების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით (ლ) |
| 0 - 150 | 1100 |
| 150-დან 320 | 1600 |
| 320-დან 500 | 2200 |
შენიშვნა:
საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს საკუთარი წარმოების საშუალების დადგმული სიმძლავრის შემოწმების საფასურის გადახდა:
მიმღები ბანკის დასახელება: „სს საქართველოს ბანკი“
ანგარიშის ნომერი: GE34BG0000000202872400
დანიშნულება: საკუთარი წარმოების საშუალების დადგმული სიმძლავრის შემოწმების საფასური (აგრეთვე მიუთითეთ თქვენი აბონენტის ნომერი)