eng

სიახლე

ძიება თარიღის მიხედვით:
04 აპრილი, 2017

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში

ს.ს. „ენერგო–პრო ჯორჯია“ უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების რიცხვში, ერთ–ერთ წამყვან პოზიციას კვლავ ინარჩუნებს საქართველოში. საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია შედის 10 ყველაზე მსხვილ კომპანიათა რიცხვში. დღესდღეობით, სს ენერგო-პრო ჯორჯიას მფლობელობაში არსებულ კომპანიებში დასაქმებულია 5400 თანამშრომელი. კომპანია ახორციელებს ღია და გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკას. სამუშაო ადგილები იქმნება არა მარტო დედაქალაქში, არამედ კომპანიის მთელი მომსახურების არეალის მასშტაბით საქართველოს რეგიონებში. კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა აქვს ყველა მსურველს, ვინც დააკმაყოფილებს გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს და წარმატებით ჩააბარებს ტესტირებას. კონკურსი არის გამჭვირვალე და კანდიდატების შერჩევა ხდება ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით.
ვრცლად
21 თებ, 2017

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კომპანიაში ე.წ. „Gender Friendly“ გარემოს ქმნის

გენდერული ბალანსის გაუმჯობესება, ენერგეტიკის სფეროში მდედრობითი სქესის თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კარიერული ზრდის თანასწორი მექანიზმების დანერგვა – ეს ის საკითხებია, რომლებზე სს “ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად მუშაობს. ამ კუთხით კომპანია, USAID-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს.
ვრცლად
03 თებ, 2017

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტთა მომსახურებას აუმჯობესებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ აბონენტთა მომსახურების ახალი ცენტრები გახსნა. ცენტრის დანიშნულებას წარმოადგენს აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, აბონენტებისთვის კომფორტული მომსახურების გარემოს შექმნა, შემოსულ განცხადებებზე სწრაფი და დროული რეაგირება.
ვრცლად
02 თებ, 2017

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტები ახალი, სმს მომსახურებით ისარგებლებენ

აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ახალი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი დანერგა. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს სურს მობილური ტელეფონით მიიღოს ინფორმაცია დავალიანების ოდენობის შესახებ, მას შეუძლია გამოგზავნოს სმს ნომერზე 91573, სადაც უნდა ჩაწეროს ციფრი 3. სმს მომსახურებას აბონენტები მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით მიმართავენ კომპანიას მომსახურების ცენტრებში ან დაუკავშირდებიან ცხელ ხაზს (0322471707) და დააფიქსირებენ სურვილს ან კომპანიის საიტზე (www.energo-pro.ge) აბონენტებისთვის განკუთვნილ გვერდზე (http://my.energo-pro.ge/ow/#/login) გაივლიან რეგისტრაციას. გარდა ამისა, აბონენტებს ექნებათ საშუალება სმს-ით სხვა მომსახურების შესახებაც მიიღონ ინფორმაცია.
ვრცლად
26 იანვარი, 2017

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2016 წლის ანგარიში წარადგინა

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმენტმა, 2016 წლის მუშაობის ანგარიში და 2017 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, ქუთაისში, მედიის წარმომადგენლებს გააცნო. განხილულ იქნა 2016 წლის მიღწევები თუ პრობლემები. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით გაამჯობესა მაჩვენებლები, აბონენტთა მომსახურების ხარისხის ზრდის მიზნით, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, 2016 წელს წარმატებით გაგრძელდა და დასასრულს უახლოვდება აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი, კომპანიის კუთვნილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ დაფიქსირდა გენერირებული ელექტროენერგიის რეკორდული მაჩვენებელი, წარმატებით დასრულდა კომპანიის რეორგანიზაციის პროცესი და ა.შ.
ვრცლად
12 იანვარი, 2017

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

წარმატებით დასრულდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეორგანიზაცია, რომლის შედეგად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამოეყო იურიდიული პირი – სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, რომელიც აერთიანებს კომპანიის გენერაციის ობიექტებს, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ელექტრეოენერგიის განაწილების ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას, შესაბამისი სადისტრიბუციო აქტივების ფლობას და ექსპლუატაციას.
ვრცლად
11 12 13 14 15