eng

სიახლე

ძიება თარიღის მიხედვით:
20 ივლისი, 2023

ელექტროობის მიმართულების წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნებათ - ისინი ანაზღაურებადი სტაჟირების და დასაქმების შეთავაზებასაც მიიღებენ

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ზესტაფონში მდებარე კოლეჯ ,,კონსტრუქტ2ს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. კოლეჯის ელექტროობის მიმართულების წარმატებული სტუდენტებისთვის ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. ,,აირჩიე სინათლე“ - ამ სლოგანით მიმართავს კომპანია მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აურჩევია პროფესია.
ვრცლად
06 ივლისი, 2023

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სემეკის გადაწყვეტილებას კომპანიის დაჯარიმების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს

სემეკის დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის 75 000 ლარით დაჯარიმების შესახებ. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ გადაწვეტილება არის არასწორი და მიუღებელი, შესაბამისად, ის გასაჩივრდება სასამართლოში.
ვრცლად
28 ივნისი, 2023

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს

საქართველოში არსებული უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლების ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის, სხვა ტექნიკური და ფინანსური მიმართულებების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, თბილისში და რეგიონებში საშუალება ეძლევათ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ. სტაჟირების დასრულების შემდეგ წარმატებული სტუდენტები სრულ განაკვეთზე დასაქმების შეთავაზებას მიიღებენ.
ვრცლად
26 ივნისი, 2023

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შეთავაზება აბიტურიენტებს, რომლებიც პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების ელექტროობის მიმართულების სტუდენტები გახდებიან

#აირჩიესინათლე - ამ სლოგანით მიმართავს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ აბიტურიენტებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ პროფესიულ სასწავლებლებში ან კოლეჯებში განაგრძონ სწავლა, თუმცა, კონკრეტული პროფესია ჯერ არ აურჩევიათ.
ვრცლად
01 ივნისი, 2023

სს "ენერგო-პრო ჯორჯია“ განმარტავს, რატომ არის სიცოცხლისთვის სახიფათო ელექტროგადამცემ ხაზების მიმდებარედ თევზაობა

საზაფხულო სეზონის მოახლოებასთან ერთად სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას ელექტროგამანაწილებელ ქსელთან უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში თევზაობა და ბანაობა საშიშია სიცოცხლისთვის.
ვრცლად
1 2 3