სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელით ყალბი შეთავაზება კვლავ ვრცელდება
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” სახელით სოციალურ ქსელებში და ვიდეო პლატფორმებზე კვლავ ვრცელდება ყალბი სარეკლამო განცხადება. ვიდეოს გამოჩენისთანავე, 11 იანვარს, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურიდიულმა დეპარტამენტმა შეტყობინება გააგზავნა შსს-ს კიბერუსაფრთხოების ცხელ ხაზზე. ოფიციალური წერილი გაიგზავნა ასევე შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტში.