eng

სიახლე

ძიება თარიღის მიხედვით:
20 ოქტომბერი, 2023

სს ,,ენერო-პრო ჯორჯიამ“ კურორტ გოდერძიზე ახალი ქვესადგური ააშენა

კურორტი გოდერძი ელექტროენერგიით ახალი, თანამედროვე ტიპის ქვესადგურიდან მარაგდება. მაღალი ძაბვის ქვესადგური უკვე შევიდა ექსპლუატაციაში და ეტაბრივად ხორციელდება აბონენტების მასზე დაერთება.
ვრცლად
16 ოქტომბერი, 2023

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოში კვლავ უმსხვილესი დამსაქმებელია

,,ენერგო-პრო ჯორჯია“ უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების რიცხვში, ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. საქსტატის მონაცემებით, კომპანია დამსაქმებელი კომპანიების TOP ათეულშია.
ვრცლად
06 ოქტომბერი, 2023

„ენერგო-პრო ჯგუფმა“ ესპანეთში 167 მგვტ სიმძლავრის ათი ჰესი შეიძინა

ელექტროენერგიის დამოუკიდებელი მწარმოებელი, ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო“ ეი. ეს. საქმიანობას ესპანეთში გალიციაში აფართოვებს. კომპანიამ დაასრულა Xallas Electricidad y Aleaciones, S.A.U ("Xeal") და Feroe Ventures & Investments S.L.U. ("Feroe") კომპანიების 100% სააქციო კაპიტალის შეძენა წამყვანი გლობალური საინვესტიციო ფირმა SIXTH STREET-გან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩეხური ინვესტიცია ესპანეთში. ტრანზაქციის დასაფინანსებლად „ენერგო-პრო“ ეი. ესმა 300 მილიონი ევროს სესხი მიიღო J.P. Morgan and Goldman Sachs-ისგან. Xeal ფლობს და ამუშავებს 167 მეგავატი სიმძლავრის ათ ჰიდროელექტროსადგურს და ორ ფეროშენადნობ ქარხანას.
ვრცლად
22 სექტემბერი, 2023

სტაჟიორებმა ,,ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ დასაქმების შეთავაზება მიიღეს

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ წარმატებით დასრულდა საზაფხულო, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც 17 ივლისიდან 17 სექტემბრამდე მიმდინარებდა. 13 სტაჟიორიდან უმეტესობამ უკვე მიიღო კომპანიაში დასაქმების შეთავაზება.
ვრცლად
01 სექტემბერი, 2023

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროცესი ელექტრონული ტექნილოგიების გამოყენებით გაიმართება. შესაბამისად, საარჩევნო უბნებისთვის ელექტროენერგიის სტაბილურად მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ მამისეიშვილი დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს მეორედ შეხვდა.
ვრცლად
11 აგვისტო, 2023

ენერგო-პრო - ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც

ENERGO-PRO ჯგუფმა დაასრულა გრძელვადიანი დაფინანსების ხელსაყრელ პირობებში მოზიდვა. კლასიკურ ობლიგაციებთან შედარებით, რომლებითაც აქამდე ფინანსდებოდა ჯგუფი, გარანტიამ ჯგუფს მისცა საშუალება მოეზიდა სახსრები ძალიან მიმზიდველ ფასად, უფრო ხანგრძლივი ვადით და ეს ყველაფერი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე მუდმივი არასტაბილურობის დროს“ - განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ, მიხეილ ბოცვაძემ.
ვრცლად
1 2 3 4